ყველა თავისებურად უმკლავდება თავსდამტყდარ უბედურებას. 29 წლის ქალის და მისი ქმრის შემთხვევაში ისე მოხდა, რომ მათ წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგეს და თავიანთ გარდაცვლილ ქალიშვილთან ერთად 16 დღე გაატარეს.
მათი თქმით, ეს იმაში სჭირდებოდათ, რომ საკუთარ თავში ენახათ ძალა ამ დანაკარგთან შესაგუებლად… წყვილი 2015 წელს დაქორწინდა და მას შემდეგ, ისინი ერთი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ საოცნებო შვილს.
ქალის 29-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, მათ გაიგეს, რომ ბავშვი ეყოლებოდათ. ისინი გოგონას ელოდებოდნენ და მას სახელიც შეურჩიეს – ევა.