• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, December 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს – როგორ გავახაროთ და რა არის საჭირო მის მოსავლელად?

by inew
5 May 2025
in საზოგადოება
0
მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს – როგორ გავახაროთ და რა არის საჭირო მის მოსავლელად?
0
SHARES
4.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ოქსალისი (მჟაველა, კისლიცა) მჟაუნასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც აქტიურად იყენებენ დეკორატიულ მემცენარეობაში. ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან – სიყვარულის ყვავილს, და არაერთ ქვეყანაში მისი ჩუქება საახალწლო ტრადიციადაა ქცეული.

არსებობს ოქსალისის როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი სახეობები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც ღია გრუნტში დასარგავად, ისე საოთახო მემცენარეობაში.

ოქსალისს მინიატურული ზომის, სამ ან ოთხფოთოლაკიანი ფოთლები აქვს (ზოგჯერ გვხვდება 5-6, ან 9-ფოთოლაკიანი სახეობებიც), რომელიც შეიძლება იყოს მწვანე, წითელი ან იასამნისფერი, ყვავილების შეფერილობა კი სადა თეთრიდან, ყვითელ და ვარდისფერ ფერამდე მერყეობდეს.

ოქსალისს ერთი უცნაური თვისება

აქვს – როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ხოლო ამინდის გამოსვლისთანავე იშლება და მზეს გაშლილ ფოთლებს აგებებს.

ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურას“ უწოდებენ – მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.

განათება და ტემპერატურა

ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს.

განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ.

მორწყვა

ოქსალისი ზომიერად უნდა მორწყათ – ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.

შემოდგომაზე მორწყვა ნელ-ნელა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი იმდენად მცირედი წყლით უნდა მორწყათ, რომ მიწა არა სველი, არამედ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.

ნიადაგი და გადარგვა

ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ.

რაც შეხება ქოთანს, ის აუცილებლად განიერი უნდა იყოს და მასში მცენარის არა ერთი, არამედ რამდენიმე ძირი უნდა გადარგათ. ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟისთვის კენჭები, ან კერამზიტის ნატეხის თხელი ფენა მოუფინეთ. ასე ფესვებში წყლის ჩადგომასა და მცენარის ლპობას აიცილებთ თავიდან.

განოყიერება

ოქსალისი აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში, 2-3 თვეში ერთხელ, რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. მხოლოდ სასუქის რაოდენობა ინსტრუქციაში მითითებულზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.

გამრავლება

ოქსალისი შეგიძლიათ, ძველი მცენარის ირგვლივ განვითარებული ამონაყარით, ფესვით ან თესლით გაამრავლოთ.

ყველაზე მარტივია მცენარის ამონაყარით გამრავლება. ამისთვის საჭიროა: ძველი მცენარის ირგვლივ განვითარებული ამონაყარი (დაახლოებით 5-10 ძირი) ფრთხილად ამოთხაროთ და ახალ ქოთანში გადაიტანოთ.

მცენარის ფოთლით გასამრავლებლად, ოქსალისს ფოთოლი უნდა მოაჭრათ და წყალში მოათავსოთ. დაფესვიანებული მცენარე მიწაში მხოლოდ მაშინ გადაიტანეთ, როცა ფესვი 1-1,5 სმ-ის სიგრძის გახდება. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

საკმაოდ რთულია ოქსალისის თესლით გამრავლება, რადგან მცენარეს ძალიან წვრილი თესლი აქვს და მეეჭვება, შეძლოთ მისი მოგროვება. თუმცა თუ ოქსალისის თესლი შემთხვევით ხელში ჩაგივარდათ, შეგიძლიათ, მიწაზე ზემოდან მოაბნიოთ და დრო და დრო წყალი მოასხუროთ. სავარაუდოდ, 1-1,5 თვეში ნათესიდან ყლორტები ამოიწვერება.

მარინა ვაშაძე (“ყვავილნარის” რჩევებიდან).

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

თამუნა მდივანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი გარდაეცვალა, ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა! - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In