მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა – ცნობილია დაღუპულთა ვინაობა

0
SHARES
1.1k
VIEWS

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული…
ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი — ბატონი ბესო ტიბუა და ბატონი ბორია სიჭინავა — წაგვართვა.
ორივე ჩვენი სოფლის სულიერი და ღირსეული შვილები იყვნენ — ადამიანები, რომლებიც ყველას სიყვარულით, სიკეთით და სითბოთი გვამახსოვრდებიან.

სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც ამ დანაკარგმა მოიტანა.
მთელი ჯიხაშკარი დღეს გლოვობს, გლოვობს ორი კეთილი კაცის სიცოცხლეს…

ნათელი იყოს მათი სული, უფალმა მიუჩინოს მშვიდობის ადგილი იქ, სადაც აღარ არის ტკივილი და ცრემლი.
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბესო ტიბუას და ბორია სიჭინავას ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს — ყველანი ვგრძნობთ ამ მძიმე დანაკარგს ერთად.
მათი სახელი და სიკეთე ჩვენს გულებში მარად იცოცხლებს“,

გავრცელებული ინფორმაციით, ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გაჩერებულ ავტომობილს, სადაც 2 პირი იჯდა, ავტომობილი შეეჯახა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Next Post

Welcome Back!

Login to your account below

Create New Account!

Fill the forms below to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.