50 წლის არტისტი, მეცნიერი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე გია ბაღაშვილი 4 შვილის მამაა. მის ქალიშვილს ბაღში მისვლის პირველი დღე ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„დღეს განსაკუთრებული და საზეიმო დღე გვაქვს! ჩემი მეოთხე გოგონა, 4 წლის ანასტასია, პირველად წავიდა ბაღში!” – წერს გია ბაღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გია ბაღაშვილი ცოლს დაშორდა. გია ბაღაშვილის ცოლი. დაშორებიდან მალევე თაკო ტაბატაძემ ახალ რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს და ვიდეოებს გვიზიარებს ინსტაგრამზე.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ აღარც თაკო ტაბატაძეს და არც გია ბაღაშვილს ერთად გადაღებული სურათები უკვე დიდიხანია აღარ უდევთ სოციალური ქსელის თავიანთ გვერდებზე.
თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ცნობილი ფეხბურთელი გახლავთ, წყვილი ერთად გადაღებულ სთორებს, უკვე რამდენიმე დღეა დებენ და სპანდერამ თაკოსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო საჯაროდაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ თაკოს გია ბაღაშვილისგან 4 ქალიშვილი ჰყავს.