ტელეწამყვანი მაია ასათიანი კესარია აბრამიძის შესახებ უცნობ ფაქტს იხსენებს.
მისი თქმით, როდესაც ქალიშვილი, ნუცა გარდაეცვალა, კესარია დაკრძალვაზე მივიდა იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, დაკრძალვებზე არ დადიოდა.
„ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე, მითხრა, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო“, – იხსენებს მაია ასათიანი.