• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნუ იქნებიან პანიკაში“ – რატომ განათავსეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ლოდები?

by inew
17 April 2025
in საზოგადოება
0
„ნუ იქნებიან პანიკაში“ – რატომ განათავსეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ლოდები?
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა მაისის ბოლოსთვის აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო პროცესი, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

ცნობისთვის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს.

კახა კალაძემ მტკვარში განთავსებულ ლოდებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა – „ძალიან ბევრი მითქმა – მოთქმა იყო ქვებთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში. ვიცით, ჩემო მეგობრებო, რომ ბევრი რამე იცით და ეს ძალიან კარგია, მივესალმებით, ამას მხოლოდ, მაგრამ რაღაცები ჩვენც ვიცით. ვიცით, როგორ უნდა იმოქმედოს შესაბამისმა სამსახურმა და რა უნდა გაკეთდეს ამ ტიპის პრობლემების დროს“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, რომ ეს დროებითია და მხოლოდ წყლის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად გაკეთდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ეს ლოდები შემოვიტანეთ იმისთვის, რომ წყლის მიმართულება შეგვეცვალა. რეალურად, ახლა სადაც ვდგავართ, პირველ დღეს აქ მტკვარი მოედინებოდა. შესაბამისად, ჩვენ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მტკვრის დონეს ვერ შევწევდით, მიმართულებას ვერ შევუცვლიდით. ვერც ვიმუშავებდით. ამაზე შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ, ნუ იქნებიან პანიკაში. ეს ასე არ დარჩება. სამუშაოები რომ დასრულდება, ჩვეულებრივ, პირვანდელ მდგომარეობაში იქნება ისევ, ამას გავიტანთ“,- აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სამშენებლო მოედანი და ხორციელდება გეოლოგიური კვლევა.

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ცნობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე, დაახლოებით, 50-მეტრიან მონაკვეთში, ბზარები რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში?

Next Post

„გააუპატიურა და შემდეგ ქამრით დაახრჩო…“- მკვლელობა მწვანე კონცხზე, რომელმაც ყველა შეძრა

Next Post
„გააუპატიურა და შემდეგ ქამრით დაახრჩო…“- მკვლელობა მწვანე კონცხზე, რომელმაც ყველა შეძრა

„გააუპატიურა და შემდეგ ქამრით დაახრჩო…“- მკვლელობა მწვანე კონცხზე, რომელმაც ყველა შეძრა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.