იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, მედიამაუწყებელ exclusivetv.ge-ს იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი, ნინა მამუკაძე, რუსეთს-უკრაინის ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
„ახლა უფრო ვრწმუნდები, რომ არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს და იშვიათი გამონაკლისის გარდა, გულის სიღრმეში ყველა რუსს უხარია “მაწ რასიას” მანიაკი მმართველის მიერ გასროლილი თითოეული ბომბი, უკრაინისკენ, თუ საქართველოსკენ.
ამის თქმის საფუძველს, იცით რა მაძლევს? 18 დღეა რუსეთის მიერ იბომბება უკრაინა, გაწყდა ხალხი… გაგიგიათ თქვენ რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რუსები გამოსულიყვნენ და თავიანთი მმართველის მოქმედებები გაეპროტესტებინათ და პუტინისთვის მოეწოდებინათ, რომ შეჩერდეს?
ევროპაში ხომ მაინც აქვთ ამის თავისუფლება და თითს არავინ დააკარებს, პირიქით! მე არ გამიგია, არადა, თავით ვარ გადავარდნილი ნიუსებში.
მხოლოდ ის გავიგე, გერმანიაში მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მიღება რომ გაუპროტესტეს.
აი, ესაა რუსი! სისხლით და მიწით გაუმაძღარი ნაციაა და არ იქნება მაგათი გამოსწორება! ემეგობრეთ, გაამართლეთ და მიაქირავეთ ბინები, ხვალ თქვენს სისხლს დალევენ და თქვენს კარ-მიდამოზე აყვავდებიან.
პ.ს. თუ მეტყვით რომ მოსკოვში გააპროტესტეს, გიპასუხებთ, რომ არც მაგათი კეთილი ზრახვების მჯერა უკვე. ჩემი აზრით, საკუთარ თავს დარდობენ, იმის გამო, რომ იზოლირებულები რჩებიან.“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: exclusivetv