ცივი გონებით გააცნიობიერა, რომ მისი სიცოცხლის დღეების ათვლა დაიწყო. პირველ რიგში ქმარზე იზრუნა ბრენდა შმიდტი ჩვეულებრივი ქალი იყო. როცა მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, დეპრესიაში არ ჩავარდნილა.
ცივი გონებით გააცნიობიერა, რომ მისი სიცოცხლის დღეების ათვლა დაიწყო. პირველ რიგში ქმარზე იზრუნა – უნდოდა, რომ დევიდი ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლით სავსე და მხნე დარჩენილიყო. სიკვდილამდე ბრენდამ თავისი უკანასკნელი სურვილის შესახებ წერილი დატოვა.
ქალს ყველაფერი ისე უნდა მოეგვარებინა, რომ მისი წერილი რადიოეთერში წაეკითხათ მაშინ, როცა დევიდი სხვა ქალს შეიყვარებდა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ბრენდას სურდა.
აი, მისი წერილის სრული ვერსიაც:
“მოგესალმებით რადიო “სტარ102,5”-ის სამუშაო ჯგუფს
მე ბრენდა შმიდტი ვარ. ვინაიდან ამ წერილს კითხულობთ, ესე იგი კიბოსთან ბრძოლა წავაგე. ამ წერილს ვწერ, რათა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა როცა დრო მოვა, გადმოგცეთ იგი.
იმდენად დასუსტებული ვარ, რომ კალმის ხელში ჭერა მიჭირს და ამიტომ კომპიუტერზე ვწერ. თავს ძალას ვატან, რადგან მინდა ეს წერილი ჩემმა ქმარმა მაშინ მიიღოს, როცა ცხოვრების სხვა თანამგზავრს აირჩევს.
ახლა, როცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე ვფიქრობ, დევიდს ჩემი ბოლო თხოვნა გავუმხილე. იმედი მაქვს, შემისრულებს. ვიცი, რომ ეს მისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო – იპოვა მზრუნველი და მოსიყვარულე ქალი, რომელიც ჩვენი ბიჭების გაზრდაში დაეხმარება.
დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი ქალია. ნეტავ შემეძლოს მისი გაცნობა… მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ ჩემს მეგობარს დავუტოვე სია, თუ რა უნდა გააკეთებინა ჩემი სიკვდილის მერე. ამ წერილის გასაჯაროვებაც ერთ-ერთი მათგანია.
ყოველთვის მიყვარდა თქვენს ეთერში საშობაო გადაცემები. ვიცი, რომ ყოველ წელს ხალხს სხვადასხვა სურვილს უსრულებთ. ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი სურვილებიც მინდა, რომ შეასრულოთ. მაშ ასე, განვაგრძობ:
ოთხი ბიჭი გვყავს – კარტერი, ჯოში, ჯასტინი და პატარა მაქსი. მაქსი ორი წლისაა და ყველაზე უმცროსია. მისი პირველი დაბადების დღიდან ცოტა ხანში დამისვეს კიბოს დიაგოზი. დედის დაკარგვა ნებისმიერი ბავშვისთვის საშინელი კოშმარია.
მაქსი ალბათ გვიან, მაგრამ მაინც მიხვდება, რაც უბედურებაც მოხდა მის თავს და დაიტანჯება. რამხელა ტანჯვაა, როცა ვიცი, რომ ვერ მივადევნებ თვალს ჩემი ბიჭების მამაკაცებად ქცევას.
დევიდს ვთხოვ, მაქსს ჩემ შესახებ უამბოს ხოლმე, რომ ძალიან მალე არ დავავიწყდე. ბედნიერი, ჭკვიანი, ლამაზი ბიჭი გაიზარდე, ჩემო ვაჟკაცო. დედიკო ყოველთვის ეყვარებით, ჩემო ძვირფასებო.
ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ ერთი დიდი სურვილი მაქვს. ეს სურვილი დევიდისთვის, ბიჭების, მეორე ცოლისთვის და მისი ოჯახისთვისაა, თუ მასაც ჰყავს შვილები.
მინდა იცოდნენ, რომ ყველაზე ძვირფასები არიან ჩემთვის, რომ მათ სიყვარულით სავსე და ჰარმონიულ ცხოვრებას ვუსურვებ. რამდენიმე სურვილი მაქვს და გთხოვთ, მის ასრულებაში დამეხმარეთ.
ჯერ ერთი მინდა, რომ დევიდის ახალმა ცოლმა დღე სპა სალონში გაატაროს, ან დასვენების დღეები დაუთმოს თმის მოვლას, მაკიაჟს, მასაჟს, შოპინგსა და ამნაირებს. ქალებს გვიყვარს ეს კომფორტული პროცედურები – მალამოსავით გვხვდება გულზე.
ბიჭებისთვის კარგი დედა რომ იყო და მაქსს საკმარისი ყურადღება დაუთმო, ამისთვის დიდი ენერგია დაგჭირდებათ.
გააბედნიერეთ ისინი და შთააგონეთ, რომ დედა ყოველთვის მათთანაა. მადლობას გიხდი პირადად შენ და მიყვარხარ, ვინც არ უნდა იყო. ზოგჯერ შეგიძლია ჩუმად მელაპარაკო კიდეც, გავიგონებ.
მთელ ჩემს ოჯახს გისურვებთ და მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ფანტასტიური და ტკბილი მოგონებების არქივად აქციოთ.
დატკბით ყველა წუთით და ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება ერთმანეთის მიმართ. მინდა, რომ ჩემს ოჯახს დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყოთ. ლამაზი მოგონებები ყველაზე მტკიცე კავშირის საფუძველია.
კიდევ ერთი სურვილი ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ – ყველა მედდას და ექიმ კარლსონს, ექიმ ტერნერს, დებ შნურსა და მარი რუდოლფს – ჩემი სახელით ლამაზი და გულუხვი საღამო მოუწყვეთ.
კარგად გაუმასპინძლდით. ეს იქნება ჩემი და ყველა იმ პაციენტის მადლობა, იმ დიდი სიკეთისთვის, რასაც ისინი ყველა
პაციენტის მიმართ სჩადიან. ღმერთმა მოგცეთ ძალა და ჯანმრთელობა.
თქვენი ბრენდა”
ყოველ წელს ადგილობრივი რადიოსადგური მსმენელების ყველაზე ლამაზ სურვილებს ასრულებს. როცა ბრენდას წერილი მიღეს, თამაშრომლები შეძრა მისმა სიტყვებმა. სამუშსაო გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ადგილობრივი სპონსორების დახმარებით ბრენდას ყველა სურვილი აასრულეს.
დევიდის ცოლს მთელი დღე დაუფინანსეს სპაცენტრში, ოჯახის მოგზაურობას დაიგეგმა და ონკოცენტრის თანამშრომლებმაც ერთი ლამაზი საღამოთი ისიამოვნეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია