• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 4, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ, მის ოთახში, რომ შევედი უცებ რაღაც ვიგრძენი…” – რაში ამხილა დედამ 5 წლის ბავშვი?

by inew
29 November 2025
in საზოგადოება
0
“ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ, მის ოთახში, რომ შევედი უცებ რაღაც ვიგრძენი…” – რაში ამხილა დედამ 5 წლის ბავშვი?
0
SHARES
13.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. მართალია, 5 წლის არის და ბევრი არ მოეთხოვება, მაგრამ რამდენიმე დღეა დაძაბული მეჩვენება. გაფანტულია და თითქოს ვერც ერთ ოჯახის წევრს ვერ გვამჩნევს, ტკბილეულს და შოკოლადებს პირს არ აკარებდა და ახლა ბაღშიც კი მიაქვს საჭმელად.

თითქოს არაფერი, მაგრამ ამდენმა ცვლილებამ დამაფიქრა და გადავწყვიტე, მეტად დავკვირვებოდი.

ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ახალი ნაყიდი სათამაშოებიდან აღარც ერთი აღარ ჰქონდა და ვკითხე, რა უყო სათამაშოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცელქია, ტყუილებს თავს ვერ აბამს, თუმცა ამჯერად სცადა და მითხრა, რომ სათამაშოები ბაღში დარჩა.

ათასი საფიქრალი მაქვს და საბოლოოდ ჩავთვალე, რომ შიოს განსაკუთრებული არაფერი ჭირდა, თუმცა გუშინ მის ოთახში გასანიავებლად რომ შევედი, უცნაური სუნი მეცა, აი, ისეთი დამპალი საჭმლის.

თანდათან ბავშვის ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი და სათითაოდ უჯრების გამოღება დავიწყე. ბოლოს ისეთ უჯრას მივადექი, სადაც დაპატარავებულ ტანსაცმლებს ვინახავ და ფაქტობრივად იშვიათად მიწევს გამოღება.

რას ვხედავ, ერთი დიდ ჭრელ პარკში ფორთოხლები, ბანანი, შოკოლადები, სახატავი ფურცლები და სათამაშოები აწყვია. ხილს წვენი გამოსული ჰქონდა და ყველაფერი ისე იყო აზელილი ერთმანეთში, კივილს არაფერი მაკლდა, თან ის მაგიჟებდა, ამის გაკეთება რაში დაჭირდა-თქო, თავი ვერ მოვთოკე და ხმამაღლა დავუძახე.

ოთახში შემოსულს ცრემლები უკვე მზად ჰქონდა და თითქოს ჩემს კითხვას ელოდა, თვითონ არაფრის თქმას არ აპირებდა… მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა, მივუახლოვდი, კალთაში ჩავისვი, მოვეფერე. მერე დაიწყო ლუღლუღი და ჩანაფიქრი რომ გამანდო, ცრემლები თავისით წამომივიდა.

– დედა ბაღში ხომ ზეიმზე თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები ?

– როგორ არა, მოაქვს.

– თურმე ზოგიერთი ბავშვი საჩუქრის გარეშე რჩება.

– ეს ვინ გითხრა?

– ანდრიამ მითხრა, ზეიმზე არ მოვალო და შენთან ერთად ვერ ვიმღერებო, რადგან ჩემთვის საახალწლო საჩუქარი თოვლის პაპას არ მოაქვსო.

– მე ვუთხარი, რომ ეს ტყუილი იყო, ანდრომ კი მითხრა, რომ დედამ უთხრა ასე და რომ ჯობია ზეიმზე საერთოდ არ მოვიდეს. ამიტომ გადავწყვიტე, ანდროს თოვლის ბაბუა მე ვიყო და ზეიმზე ჩემთან ერთად იმღეროს.

ათასი ფიქრი ამეშალა ამ ამბის მოსმენაზე და შიოსთვის არც მიკითხავს, რატომ დამიმალა… მეორე დილას საჩუქრები ერთად ვიყიდეთ, თუმცა მთავარი წინ იყო. ანდრია ზეიმის დღეს ბაღში მართლა ხომ უნდა მოსულიყო, რომ თოვლის პაპას საჩუქრები გადაგვეცა. ამიტომ გადავწვიტე, მასწავლებლისთვის მისი დედის ნომერი გამომერთმია.

გამიჭირდა დარეკვა, მაგრამ ბავშვების გამო გავბედე. როგორც აღმოჩდა, ჩემი შვილის მეგობარს კიდევ ორი ძმა ჰყავდა, რომელთა რჩენას ქმრისგან მიტოვებული დედა ვაივაგლახით ახერხებდა და ბავშვების საახალწლო საჩუქრებისთვის ფულს აბა, როგორ მოუყრიდა თავს.

როცა ანდრიას ძმებისთვისაც ჩავალაგეთ საჩუქრები, შიო მეუბნება: “დედა, ალბათ ჩვენსავით ეხმარებიან ადამიანები თოვლის ბაბუას საჩუქრების შეგროვებაში, მარტო ამდენს როგორ შეძლებდაო”?

შიო ყოველ ღამე, დაძინებადე დღეებს თითებზე ითვლის, ზეიმს ელოდება. უხარია, 5 წლის თოვლის ბაბუა ვარო! ისიც კი მოიფიქრა, ბაღში სად დაუმალოს ანდროს საჩუქარი.

(ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ მიხარია, ამ პატარა ბავშვებში უფროსებზე მეტი რომ არის თანადგომის, თანაგრძნობის განცდა)

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ძალიან მწარედ მოტყუებული მეზობლის ცოლი

Next Post

დღეს დილას ავტობუსში ერთი ქალი მოშტერებულად მიყურებდა, ბოლოს ამომასხა და ისეთი რამ ვუთხარი ყველამ მე შემომხედა…

Next Post
დღეს დილას ავტობუსში ერთი ქალი მოშტერებულად მიყურებდა, ბოლოს ამომასხა და ისეთი რამ ვუთხარი ყველამ მე შემომხედა…

დღეს დილას ავტობუსში ერთი ქალი მოშტერებულად მიყურებდა, ბოლოს ამომასხა და ისეთი რამ ვუთხარი ყველამ მე შემომხედა…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.