თუ ბავშვი განსაკუთრებული დაიბადა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებს გაიზარდოს ძლიერი და კეთილშობილი ადამიანი. იტალიელი ბიჭის ვალერიოს ისტორია ამის პირდაპირი დასტურია.
ბიჭი დაუნის სინდრომით დაიბადა. მაგრამ მისი მშობლები ძალიან გონივრულად მოიქცნენ – ისინი არ ალაპარაკდნენ მის დაავადებაზე და გადაწყვიტეს თავიანთი შვილის შესაძლებლობები განევითარებინათ.
3 წლის ასაკიდან ბიჭმა ცურვა დაიწყო. ვალერიო თავისი დაავადების მიუხედავად აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი და მიაღწია დიდ წარმატებას.
სრულიად განსხვავებულმა ეპიზოდმა დაუნის სინდრომის მქონე ბიჭს ნამდვილი დიდება მოუტანა. ერთ დღეს ვალერიო წავიდა დასასვენებლად მშობლებთან ერთად. ზღვა ძალიან მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი წვიმა დაიწყო. იმ ადგილას ხშირია საპირისპირო დინების შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტალღები იზრდება.
მოულოდნელად ვალერიოს და მის ოჯახს საშინელი კივილი მოესმათ. მათ საშინელი სურათი დაინახეს – ორი გოგონა ტალღებმა საკმაოდ შორს შეითრია და ტალღები მათ ნაპირს სულ უფრო და უფრო აშორებდნენ.
ვალერიო და მამამისი უყოყმანოდ შევიდნენ აღელვებულ ზღვაში. სწორედ ვალერიოს ცურვის შესაძლებლობებმა დაეხმარა მას არამარტო საშინელი ღელვის დროს ცურვაში, არამედ თითქმის დამხრჩვალი , უკვე გათიშული გოგონას ნაპირზე გაყვანაში.
მამა ასევე სამაგალითო იყო შვილისთვის და გადაარჩინა მეორე გოგონა. გოგონები 10 წელზე მეტი ასაკის არ იყვნენ.
რომ არა მამა და შვილის გამბედაობა, გოგონები დაიღუპებოდნენ.
ვალერიოს მოქმედება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მაგალითი და შთაგონების წყარო გახდა. ახალგაზრდა კაცმა იტალიის სპორტის მინისტრისგან ჯილდოც კი მიიღო სიმამაცისთვის.
მაგრამ საუკეთესო ჯილდო იყო, რა თქმა უნდა, გადარჩენილი ორი სიცოცხლე!
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ