• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორი ქორწინება, 5 შვილი, 4 შვილიშვილი და წარმატებული სამოდელო კარიერა: ლიკა შენგელიას ცხოვრება ეკრანს მიღმა

by inew
13 August 2025
in საზოგადოება
0
ორი ქორწინება, 5 შვილი, 4 შვილიშვილი და წარმატებული სამოდელო კარიერა: ლიკა შენგელიას ცხოვრება ეკრანს მიღმა
0
SHARES
373
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ლიკა შენგელიას სახელსა და გვარს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართულ მედიასა თუ სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით – მას და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის არსებულმა კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღო: ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრეს. ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

lika_shengelia

ვინ არის ლიკა შენგელია?

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან.

“დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. “ფორ­დის” სა­ა­გენ­ტო­და­ნაც ჰქონ­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო ვერ წა­ვი­და. მერე გა­თხოვ­და, ჩვენ გავჩნდით და მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა”, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი.

ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა – ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ.

ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან.

ლიკა შენგელია გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით – ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ბევრს მოგზაურობს და მეგობრებს ეგზოტიკურ ფოტოებსაც უზიარებს.

lika_shengelia

პირველი ქორწინება:

ლიანა შენგელიას პირველი მეუღლე, არჩილ ჟღენტი, კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.

წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი, ქეთი და ბუბუ ჟღენტები შეეძინა.

ლიკა შენგელიას მეორე ქორწინება 

ლიკა შენ­გე­ლი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე შპს კავ­კა­სუს კონ­სტრაქ­შენ გრუ­პის დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ჯიხ­ვა­ძე იყო. წყვილს ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ლიკა შენგელია წერს, უკვე ოთხი წელია, რაც სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.

lika_shengelia

„თავს ვერავინ ვერასდროს დამახრევინებს და მუდამ ამაყი ვიქნები! მე, ლიკა შენგელიას, 5 არაჩვეულებრივი და სანიმუშო შვილის დედას! 4 ვაჟკაცის დედას! დედას, რომელიც, აგერ უკვე 4 წელია, მარტო ზრდის თავის პატარა სამ კაცუნას! ვერავინ იტყვის, რომ სადმე ვინმესთან, თუნდაც, გამივლია ! იმიტომ კი არა, რომ უფრთო ანგელოზი ვარ, სულაც არა, უბრალოდ მე მეტი მინდა! მე ჩემი ადამიანი მინდა  და ყველა ადამიანი ვინც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მიყვარდა მთელი გულით და დღესაც ყველს უხარია ჩემი დანახვა”, – წერს ლიკა შენგელია ვრცელ წერილში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვინ არის სალომე გოგიაშვილის ქმარი და რას ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი მეუღლეზე?

Next Post

,,იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით”- რას წერს ვახო სანაია

Next Post
,,იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით”- რას წერს ვახო სანაია

,,იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით”- რას წერს ვახო სანაია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.