ადრეული ბავშვობიდან კრის ნორტონი კალათბურთით იყო გატაცებული და ოცნებობდა სპორტულ კარიერაზე, მაგრამ 18 წლის ასაკში ყოველგვარი იმედი გადაეწურა, როდესაც სერიოზული ტრავმა მიიღო.
ექიმების განაჩენი სასტიკი იყო-ახალგაზრდა ყმაწვილი სამუდამოდ ინვალიდის სავარძელზე გაატარებდა მთელ დარჩენილ ცხოვრებას.
მიუხედავად ექიმების ვერდიქიტისა, ყმაწვილი არ დანებდა და კრისმა დაიწყო ფიზიოთერაპიის და სპეციალური კომლექსური ვარჯიშების შესრულება.
ამის გარდა ბიჭი მარტოსულად გრძნობდა თავს, ამიტომ დარეგისტრირდა გაცნობის საიტზე, მალე მას გამოხმაურა გოგონა სახელად ემილი, რომელიც სოციალურ პედაგოგად მუშაობდა.
ახალგაზრდები შეხვდნენ ერთმანეთს და მალე მიხვდნენ, ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კრისმა ემილ მყუდრო რესტორარანში დაპატიჟა, სადაც საყვარელ გოგონას რომანტიული ვახშამი მოუწყო, გადასცა ნიშნობის ბეჭედი, ყვავილების თაიგული და ცოლობა სთხოვა
ემილი დათანხმდა და წყვილი საქორწილო სამზადისს შეუდგა.
ამასობაში ფიზიოთრაპიამ შედეგი გამოიღო და კრისის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბიჭი ფეხზე დადგა და რემდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი შეძლო
ქორწილის დროს ბიჭმა პირობა დადო, რომ ჯვრისწერის დროს საკურთხეველთან თავის ფეხით მივიდოდა, მართლაც ბიჭმა ექვნახევარი მეტრი თავის ფეხით გაიარა, გვერდზე ემილი ედგა და ასე ერთად მივიდნენ საკურთხეველთან.
7 წლის შემდეგ კრისმა დაამტკიცა, რომ ექიმები ცდებოდნენ:
“ჩვენი ისტორია მაგალითია სხვა ადამიანებისთვის, რომელბიც ასევე მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებიან, ჩვენ მაგალითზე შეუძლიათ ნახონ, რომ თითქოსდა გამოუვალი სიტუაციიდანაც კი არის გამოსავალი, მინდა ვთქვა, რომ ძალზე ბედნიერი ვარ”-აღნიშნა ემილიმ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.