„დედა არასოდეს მინახავს, ის ჩხოროწყუდან იყო, მადონა ჩიტაია, ახლა გარდაცვლილია. მისი მხრიდან ძმა მყავს გიორგი, მაგრამ მას ჩემთან კონტაქტი არ უნდა. ერთხელ როცა საავადმყოფოში ვიწექი, ადგილობრივმა ჟურნალისტმა დეიდა, მარინა ჩიტაია მოიყვანა ჩემს სანახავად, ის ახლაც მოსამართლის თანაშემწეა.
მამის მხრიდან სენაკის ბავშვთა სახლში ძმამ და ბიძაშვილმა მომაკითხეს. მაშინ გავიგე, რომ მამა ბებურია მყოლია. ჩემი ძმა აკაკი ბებურიაა, ბიძაშვილი გოგიტა ბებურია, ისინი ხობში ცხოვრობენ, ერთხელ დამპატიჟეს კიდეც. ვეკონტაქტებოდი და მათ ამბებს ვკითხულობდი. მერე ჩემმა ძმამ ჩემთან კონტაქტი აღარ მოისურვა.
მაქვს ეჭვი, რომ ქონების გაყოფის შეეშინდა. მამამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღარ მომაკითხა. მე მათგან ქონება კი არა, ოჯახური სითბო მინდოდა, მეტი არაფერი. დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ორ ადგილას ვმუშაობ, თავს კარგად ვუვლი.
2 დღის წინ კი, სრულიად შემთხვევით დედაჩემის განცხადება ხელთ ჩამივარდა, ის სამშობიაროს ექიმს ჩემს გაშვილებას ან ბავშვთა სახლში გადაყვანას სთხოვს. არავის ვუნდივარ, არა და ბავშვობიდან ფანჯარასთან ვიდექი და წლების განმავლობაში დედას ველოდებოდი, მეგონა ლამაზი ქალი მოვიდოდა და სახლში წამიყვანდა, ასე ამ ფიქრებში გავიზარდე, რატომ მოხდა ასე, რა დავაშავე დაბადებისთანავე არ ვიცი, ვერ ვპულობ სიტყვებს“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.
ვალერის დედის წერილიდან ამონარიდში ვკითხულობთ, რომ 16 წლის გოგონამ ქორწინების გარეშე ჯარისკაცისგან შვილი მოსკოვში გააჩინა და სამშობიაროს ექიმს განცხადებით მიმართა.
„მე,ილიას ასული მადონა ჩიტაია, დავიბადე 1961 წლის 10 იანვარს, ვლადიმერ ჩიტაია სემიონოვის ძის ვაჟიშვილი. გთხოვთ ჩემს ვაჟიშვილს მისცეთ სახელმწიფო დახმარება ან გააშვილოთ. ჩემი შვილის გაშვილებასთან, მეურვის აყვანაზე ან სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ პრეტენზიას არ გამოვთქვამ. განცხადება დაწერილია ნებაყოფლობით.
ჩემი ასაკი 16 წელია, მაქვს ყავისფერი თმა, ყავისფერი თვალები, განათლება კი, 10 კლასი. ვარ ქართველი გოგონა, რომელიც აღრიცხვაზეა ფსიქიატრთან, თუმცა არ დავდივარ.
ბავშვის მამის შესახებ – ქართველი, საშუალო სიმაღლის, ყავისფერი თვალებით, შავი თმით, მსახურობდა ჯარში, არის დასაოჯახებელი” – წერს ვალერის დედა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..