• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ ვიცით, რით დაიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ, ოთოს თუ არ გაჰყევი ცოლად, სულელი იქნებიო. ჰოდა, მეც გავყევი…

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ ვიცით, რით დაიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ, ოთოს თუ არ გაჰყევი ცოლად, სულელი იქნებიო. ჰოდა, მეც გავყევი…
0
SHARES
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

პირველი კურსიდან მოყოლებული, ინსტიტუტის დამთავრებამდე, ოთო სიყვარულს მეფიცებოდა, კუდში დამდევდა და მთელ მსოფლიოს მიმტკიცებდა – ოღონდ ჩემი ცოლი გახდი და შენზე ბედნიერი ქალი არ ივლის დედამიწაზეო.

მთელი ხუთი წელიწადი სულ სიურპრიზებსა და ფოიერვერკებს მიწყობდა, ჩემს დაქალებს თან ჰყვებოდა, ერთი სიტყვით, მაქსიმალურად გვანებივრებდა. ცხადია, არც ჩემი დაბადების დღე ავიწყდებოდა და არც სხვა დღესასწაულები და თარიღები.

მე კი არა, ჩემს დაქალებსაც კი რესტორნებში უხდიდა დაბადების დღეებს. მეც თანდათანობით შევეჩვიე, რომ ოთო ყოველთვის ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო, შევეჩვიე მის ზრუნვას, ყურადღებას და მერე მეც შემიყვარდა.

გოგოებს ჩემი აშკარად შურდათ – დაქალებსაც და ისე ნაცნობებსაც. არც კი მალავდნენ, პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ ვიცით, რით დაიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ, ოთოს თუ არ გაჰყევი ცოლად, სულელი იქნებიო.

ჰოდა, მეც გავყევი. რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ სხვებს შურდათ, უბრალოდ, დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს მართლა ვუყვარდი და მასთან მართლა ბედნიერი ვიქნებოდი.

სანამ ერთმანეთს ვხვდებოდით, მეუბნებოდა, ულამაზესი ქორწილი გვექნება, საქორწინო მოგზაურობაში სადმე უცხოეთში წავალთ, მერე კი ცალკე ვიცხოვრებთ ჩვენს პატარა ბუდეში, რომელიც სპეციალურად შენთვის მოვაწყვეო.

მაგრამ, ცოლობაზე რომ დამითანხმა და თავისი ოჯახი გამაცნო, აღმოჩნდა, ისე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რომ არც ქორწილზე უნდა მეოცნება და არც უცხოეთზე, რომ აღარაფერი ვთქვათ „სპეციალურად ჩემთვის მოწყობილ პატარა ბუდეზე“, რომელიც, თურმე, ბუნებაში არ არსებობდა.

საერთოდ, მატერიალისტი ტიპი არ ვარ, სიმდიდრე ჩემთვის მთავარი ღირსება არ არის, მაგრამ, მისი ყველა დანაპირები ტყუილი რომ აღმოჩნდა, ძალიან არ მესიამოვნა და გული მეტკინა.

სახლში რომ მიმიყვანა, ოჯახის გასაცნობად, გაირკვა, რომ ხუთი სული (ოთო, მისი მშობლები და უმცროსი და-ძმა) ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობდნენ და პატარა ხის სახლი ჰქონიათ გურიაში – სულ ეს იყო მათი ავლადიდება.

მაგრამ, მთავარი ეს არ იყო. ჯერ ძლივს დამითანხმა სახლში წაყოლაზე – რატომღაც, მერიდებოდა, საერთოდ, ნებისმიერ მსგავს ოფიციალურ ვიზიტებზე ვიბნევი ხოლმე. მაგრამ, ისე გადამეკიდა, რომ, მეც ვიფიქრე, ცოლად მივყვები და მისი ოჯახი ქორწილში ხომ არ უნდა გავიცნო-მეთქი.

თან, წინა დღეს ოთომ მითხრა, სპეციალურად მოემზადნენ შენს შესახვედრად და გველოდებიანო. მეც, ვიუხერხულე და დავთანხმდი. იმ დილით ვიყიდე კარგი ნამცხვრები (ხელცარიელი მისვლა მომერიდა), სადედამთილოსთვის – ლამაზი თაიგული და წავედით.

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად შემხვდნენ, დედამთილმა ისიც კი მითხრა, ერთი ოთახი თქვენი იქნებაო, მაგრამ, იმ პატარა ბინაში ამდენი სული როგორ დავეტეოდით. ქორწილიც სიმბოლური გვქონდა – სულ ოცი კაცი იყო, სამოგზაუროდ კი, ესპანეთის, იტალიის ან საფრანგეთის ნაცვლად, გურიაში წავედით, მაგრამ, იქ არც წყალი იყო, არც დენი და ხუთ დღეში გამოვიქეცით.

მერე კი, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებთან დავბინავდით. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: სულ ორიოდე თვეში ოთო ისე რადიკალურად შეიცვალა, ხანდახან ვფიქრობდი, ეს ისევ ის ოთოა, რომელიც ხუთი წელი დღესასწაულებს მიწყობდა თუ ქმარი შემიცვალეს-მეთქი.

ის „ძველი“ ოთო მხოლოდ მაშინ „ამოტივტივდებოდა“ ხოლმე, როცა სადმე სხვაგან ვიყავით, ანუ, სხვის დასანახავად ისევ ძველებური „რომეო“ იყო, დანარჩენ დროს კი – ჩვეულებრივი, ტრადიციული, უჟმური, პრეტენზიული და უხასიათო ქართველი ქმარი.

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად არაფრით ვაწუხებ, ოჯახის შენახვაც მარტოს არ უწევს და სულ ვცდილობ, ხასიათი გავუსწორო, მაინც თითქოს ყველაფრით უკმაყოფილოა.

ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვის ხოლმე, თითქოს მე ვაიძულე, ცოლად შევერთე. გარეთ კი ისეთი ჯენტლმენი და დარდიმანდია, გოგოებს დღესაც შურთ ჩემი. მეც, ხმას ვერ ვიღებ და ვიფერებ. აბა, სხვა რაღა დამრჩენია!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა, 29 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ნუ გაიცინებთ, ამ სათაურს რომ წაიკითხავთ, ასეთი რაღაცეებიც ხდება.. როცა მეგონა ყველაფერი კარგად მქონდა, ქმარმა საკუთარ გინეკოლოგთან მიღალატა..

Next Post

“ამჟამად, ბავშვთან ერთად ვცხოვრობ სოფელ დიღომში, საშინელ პირობებში, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ, ვიდრე ქმართან ცხოვრების პერიოდში ვიყავი.. “

Next Post
“ამჟამად, ბავშვთან ერთად ვცხოვრობ სოფელ დიღომში, საშინელ პირობებში, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ, ვიდრე ქმართან ცხოვრების პერიოდში ვიყავი.. “

“ამჟამად, ბავშვთან ერთად ვცხოვრობ სოფელ დიღომში, საშინელ პირობებში, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ, ვიდრე ქმართან ცხოვრების პერიოდში ვიყავი.. “

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In