არავინ თქვას, ამას არ გავაკეთებ, ეს როგორ დამემართება და თუ პატიოსანი ხარ, ღალატზე არც კი იფიქრებო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს დაწყობილ და დალაგებულ ცხოვრებას თავდაყირა დავაყენებდი.
მაგრამ, დღეს მოღალატე ცოლი მქვია და თან, ბავშვობის დაქალის საქმროსთან გავბედე დაწოლა. ეს რომ სხვაზე გამეგო, გავგიჟდებოდი, გავლანძღავდი, უკანასკნელი სიტყვებით შევამკობდი და არასდროს მოვინდომებდი მის გვერდით ყოფნას.
მე კი, იგივე გავაკეთე და ეს, მხოლოდ მე და ჩემი დაქალის საქმრომ ვიცით. დაიფიცა, ვერავინ, ვერასდროს გაიგებს, რაც ჩვენს შორის მოხდაო. მაგრამ მე ვგრძნობ საშინლად თავს. ქმარს და დაქალს თვალებში ვეღარ ვუყურებ.
ასე მგონია, ყველამ ყველაფერი იცის და სადაცაა, ყელში მწვდებიან, დამახრჩობენ. ამას წინათ, ჩემი ქმარი ფილმს უყურებდა, მე სამზარეულოში საჭმელს ვაკეთებდი და დამიძახა:
მოდი, ნახე, ეს როგორ უნდა იკადროს ქალმა. ამის ასე და ისე, უკანასკნელი ბოზია, მოსაკლავია. ქმარს ყოფილ შეყვარებულთან უღალატა და ისე იქცევა, ვითომც არაფერი. დადის ქმარი თავაწეული და რქებდადგმული ეს არაქალი კიდევ, ვითომც არაფერი მომხდარა, ისე იქცევაო.
ტანში გამცრა პასუხი რომ არ გავეცი, გამეხუმრა: რა იყო, რა ჩუმად ხარ, რქები ხომ არ მადგას და ვერ ვხედავო. იცინოდა, მე კი, გული მეწვოდა, მრცხვენოდა, მეშინოდა… ყველა გრძნობა ერთად ირეოდა ჩემში.
დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მისი ვარ, სხვა კაცისკენ არც გავიხედავ და არასოდეს ვუღალატებ. თვალდახუჭული მენდობა, მე კი, ასე ურცხვად ვცხოვრობ მის გვერდით და გულში ამხელა საიდუმლოს, სირცხვილსა და ტკივილს ვატარებ.
არც კი ვიცი, რა მოხდა, რამ იმოქმედა იმ საღამოს, როცა, ეს გავბედე. მართალია, ნასვამი ვიყავი, მაგრამ არც ისე, რომ თავი ვერ გამეკონტროლებინა. გიგა სულ ორჯერ მყავდა ნანახი, მაგრამ ჩემი დაქალი მის შესახებ ყველაფერს მიყვებოდა.
ასე მეგონა, დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრები ვიყავით. იმ საღამოს, ლიკასთან, ჩემს დაქალთან მარტო მივედი, ჩემი ქმარი ღამის ცვლა იყო სამსახურში და ვერ მოახერხა წამოსვლა. ლიკაც ნამცხვრებზე ჩავიდა, იქვე, სახლთან ახლოს და მარტო დარჩენილებმა თავი ვერ შევიკავეთ.
გიგას ბრალი იყო. სიტყვა არ უთქვამს, ისე მომიახლოვდა, მაკოცა და მომეფერა. მეც გავინაბე, თავი მშვიდად ვიგრძენი, მოვეშვი და გონს რომ მოვედი, მერე მივხვდი, რა გავაკეთე.
ლიკა რომ დაბრუნდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია. გიგა კი, სასწაულ ხასიათზე იყო – იცინოდა, ხუმრობდა, თითქოს არაფერი მომხდარაო. უხერხულად კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ, იქიდან სახლში მარტო ვერ წამოვედი.
გვიან იყო და გიგას უნდა წამოვეყვანე მანქანით. სახლში რომ მივყავდი, მაშინ მითხრა: არ ინერვიულო, არავის ვეტყვი. რაც მოხდა, მოხდა, უარესებიც ხდება, ჩვენ არ ვართ გამონაკლისებიო.
დაიფიცა, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ შეინახავდა და მსგავსი აღარასოდეს მოხდებოდა ჩვენს შორის.
არაფერი მითქვამს, ჩუმად ვუსმენდი. ვიცი, არ გატეხავს სიტყვას და ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ჩემში საშინელება ხდება.
აღარ ვიცი, როდემდე ვიცხოვრებ დაქალისა და ქმრის მოღალატე მშვიდად, და ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ყურადღება: ფოტო პირობითია თიკა, 27 წლის
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..