რამდენიმე წელია, ვიცი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, მღალატობს, მაგრამ ვერაფრით ვერ დავადგინე, ვინ არის ის ქალბატონი, რომელიც სამშვილიან კაცზეა აკიდებული და ამდენი ხნის ოჯახს ანგრევს.
ამ ერთი თვის წინ კი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ თვითონაც ჰყოლია ქმარ-შვილი. ამ ამბავმა უფრო მეტად გამაცოფა და სულ დავკარგე იმედი, რომ ჩემს ქმარს თავს დაანებებდა:
საკუთარ ოჯახს რომ ქალი არ მოუფრთხილდება, ის სხვისი ოჯახის დანგრევას მოერიდება? ასეთები, ჩემი აზრით, იმათზე უარესები არიან, ცირკთან რომ ქალები დგანან.
ისინი, ასეა თუ ისე, იძულებულნი არიან, ეს ნაბიჯი გადადგან და ამით ოჯახს არჩენენ. ჩემი ქმრის საყვარლისნაირები კი, გაცილებით ამორალურ და ყოვლად უზნეო არსებებად მიმაჩნია.
ამ წერილს კი იმიტომ გწერთ, სულ რამდენიმე დღის წინ, თითქმის დავადგინე იმ ქალის სამსახური და სახლის მისამართი.
ახლა უნდა გადავამოწმო და, თუ ნამდვილად ის აღმოჩნდა, არაფერზე უკან არ დავიხევ: საკმაოდ სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს და, ტელევიზორიდან და გაზეთებიდან სხვებისთვის მორალის კითხვას, ის ურჩევნია, გონს მოვიდეს და სხვის ქმრებს თავი დაანებოს.
თორემ, ზუსტად მაშინ გავუშვებ „ესემესს“ ეთერში, მორალზე რომ დაიწყებს კარგი წმიდანივით ლაპარაკსა და სხვების ჭკუის სწავლებას.
ყველას გავაგებინებ, რასაც წარმოადგენს. მერე დადგეს და იმართლოს თავი ოჯახშიც და საზოგადოების წინაშეც.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზაირეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანი, 38 წლის.