ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:00-ზე, მთვარე ვერძშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში ხდება ცვლილებები, მოდიან ახალი ადამიანები, იხსნება შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე არ იყო. ისარგებლეთ შესაძლებლობით და განახორციელეთ ძველი ოცნებები. ნუ შეგეშინდებათ რისკების ან ექსპერიმენტების: მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას და მიუახლოვდებით სასურველ შედეგებს.
კურო
მეტი ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს. საოჯახო საქმეების კეთება სტრესის მოხსნაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. სასარგებლოა ნივთების მოწესრიგება, დასუფთავება და ინტერიერის ნივთების შეძენა. სამსახურში არ დაარღვიოთ წესები, იმოქმედეთ სტანდარტული მეთოდებით.
ტყუპი
ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო, მოუსმინეთ საუბრებს, მოძებნეთ მინიშნებები ბედისწერიდან. 16 ოქტომბერს შესაძლოა მშვენიერი შესაძლებლობები გაგიჩნდეთ ან ზოგიერთი ოცნება აგიხდეთ. კარგი დღეა ძველი მოსაწყენი საკითხების მოსაგვარებლად და სამუშაო განრიგის ჩამოსაწერად.
კირჩხიბი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმები უნდა შეიცვალოს და შეხვედრები გადაიდოს. დღეს გარემოებები თქვენს წინააღმდეგაა, ამიტომ უფრო მშვიდად იყავით წარუმატებლობის თუ სირთულეების მიმართ. უმჯობესია გადადოთ შოპინგი: საყიდლები კმაყოფილებას არ მოგიტანთ, მაგრამ არსებობს ზედმეტი თანხის დახარჯვის შესაძლებლობა.
ლომი
დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ყველაფერი ისე არ წავა, როგორც ელოდით და მოგიწევთ გარემოებებთან ადაპტირება. ეძებეთ სარგებელი ნებისმიერ სიტუაციაში, არ ინერვიულოთ მცირე წარუმატებლობების გამო. უმჯობესია ახალი პროექტები სხვა დროს გადადოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად საკითხებს.
ქალწული
სასარგებლოა ამ დღის მშვიდად და განმარტოებით გატარება, ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებს მოერიდეთ. მოაწესრიგეთ აზრები და დაფიქრდით რამდენიმე რთულ საკითხზე. 16 ოქტომბერს შეგიძლიათ კოლეგებს ან ახლობლებს გადასცეთ გარკვეული დავალება, ისინი კარგად შეასრულებენ ამ საქმეს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები დადებითი იქნება.
სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეარჩიეთ დღევანდელი დღისთვის ყველაზე რთული ან უსიამოვნო ამოცანები და დაასრულეთ დაწყებული საქმე. თუ მარტოხელა ხართ, არსებობს შანსი, შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს და დაიწყოთ ურთიერთობა. საქმიანი მოლაპარაკებებიც წარმატებული იქნება.
მორიელი
არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, სცადეთ რაიმე ახალი, გარისკეთ და მიიღეთ სასარგებლო გამოცდილება. არ არის საჭირო ამ დღის დაგეგმვა: გარემოებები სწრაფად შეიცვლება და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ თქვენს ახლობლებს დახმარება.
მშვილდოსანი
ეცადეთ, დრო არ დაკარგოთ: 16 ოქტომბერი შესაფერისია აქტიური მუშაობისთვის და ურთულესი საკითხების გადასაჭრელად. კარგი დღეა კარიერაში წინ ნაბიჯის გადასადგმელად, საუკეთესო საქმიანი უნარების გამოსავლენად და ზემდგომებზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის. იყავით გულწრფელი კომუნიკაციაში და შეასრულეთ დანაპირები.
თხის რქა
უპირატესობა მიანიჭეთ ძველ საკითხებს, დაასრულეთ ადრე დაწყებული ვალდებულებები. არ არის კარგი დღე ახალი პროექტების დასაწყებად. თუმცა, სარისკო თუ უჩვეულო საკითხებში იღბალი გწყალობთ. ფრთხილად იყავით ახალი ნაცნობების მიმართ.
მერწყული
რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაუზიარებთ აზრებს, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. 16 ოქტომბერს შეძლებენ იპოვოთ პასუხი იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. უმჯობესია მოერიდოთ ცხარე კამათს: შეინარჩუნეთ მშვიდი და თავდაჯერებული დამოკიდებულება. არსებობს შანსი, დაასრულოთ ძველი რთული დავალება.
თევზები
კარგი განწყობისა და მაღალი წარმადობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ უჩვეულო მეთოდები, ეძებეთ სარგებელი უმარტივეს საქმეებში. 16 ოქტომბერს უნდა დაიცვათ პირადი საზღვრები და არ მისცეთ სხვებს თქვენი მანიპულირების უფლება. აჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები საქმეებში, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.
წყარო: Ambebi.ge