ბავშვები, რომ ყველაზე გულახდილები, გულუბრყვილოები და
სათნოები არიან ამაზე, რათქმაუნდა არავინ კამათობს. ზოგჯერ მათი შეკითხვები ან პასუხები
დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომია.
6-10 წლამდე პატარებს დაუსვეს კითხვები:
- „ რა გსურთ, რომ სთხოვოთ ღმერთს?“
- „რა გსურთ, რომ მოუყვეთ ღმერთს?“
პატარების პასუხები მიხაილ დიმოვმა შეკრიბა და ერთ წიგნად
გამოსცა სათაურით-„ბავშვები წერენ ღმერთს“
- აი ზოგიერთი მათთგანი:
-როგორ ცხოვრობ უფალო ზეცაში?რაც საჭიროა ყველაფერი გაქვს?იქნებ რამე გჭირდება?
-ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენი ჯოჯოხეთი ამაზე უარესია?
-რათქმაუნდა მიყვარხარ უფალო, მაგრამ დედა და მამა უფრო მიყვარს და არაუშავს ხო?
-შეიძლება არ მოვკვდე? -როცა დედა რამე გემრიელს მყიდულობს შენ კარნახობ ხო
რა მინდა? -რამდენი წლის ხარ უფალო?
-კათოლიკებს სხვა ღმერთი ყავს, მუსულმანებს სხვა, ლუთერანებსაც
სხვა, კი მაგრამ რამდენი ხართ მანდ ღმერთო? -ღმერთო როცა დედამიწაზე ისვრიან ტყვიებს შენ არ გესმის?
-ბიბლიაში პირველი რაც გიწერია არის თავდაპირველად იყო
სიტყვაო და რა სიტყვაა ეს უფალო? -როგორც მე გავიგე ევოლუცია ასე განვითარდა, შენ თავდაპირველად შექმენი ადამი და ევა, ხოლო დანარჩენი ხალხი მაიმუნებისაგან წარმოიშვნენ ხო? -შემიძლია რამეთი დაგეხმარო უფალო?
-რა უფრო ადრე იუო ადამი და ევა თუ დინოზავრები?
-უფალო მოდი ვიმეგობროთ
-რა გავაკეთო, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს?
-რატომაა, რომ როცა ვინმეს გავაბრაზებ განწყობა გიფუჭდება, ხოლო როცა ვინმეს ვპატიობ ბედნიერი ვარ?
-სხვადასხვა წიგნებში სხვადასხვანაირად აღგწერენ, სად ვიპოვო უფალო შენი ნამდვილი ფოტო?
-და ათეისტები რამეს გთხოვენ?
-რატომ ვბერდებით?
-რატომაა, რომ სიცოცხლეს შენ გვაძლევ მაგრამ მისი წართმევა ნებისმიერს შეუძლია>?
-გთხოვ ისე იყოს, რომ არავინ ავადდებოდეს, არ ომობდენ.ახლა პირადს გთხოვ გამამდიდრე
-გთხოვ უფალო ისე მოახდინე, რომ დედამ არასოდეს დალიოს წამლები
-დიდხანს ვფიქრობდი რა მეთხოვა შენთვის, თავიდან ძაღლი ვიფიქრე, მაგრამ მერე გადავიფიქრე რატომ შეგაწუხო თხოვნებით.უბრალოდ მინდა, რომ როცა დედა სამუშაოდან დაბრუნდება იყოს ბედნიერი და მხიარული
-გთხოვ ჩუმად ერთი ანგელოზი მანახე
-მოდი დედამიწაზე არავინ იტიროს
-ისე ქენი, რომ დედამიწაზე ყველა იარაღი გაფუჭდეს
-მოდი შევხვდეთ ერთმანეთს სიკვდილამდე
-მინდა გესტუმრო ერთი კვირით
-მინდა ვისაც ვხედავ ყველა იღიმოდეს
-ღმერთო გთხოვ დედა უკვდავი გახადე
-უფალო ყვავილები უკეთესი გამოგივიდა ვიდრე ადამიანები
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..