ეს იგავი იმ დედების საყურადღებოდაა, ვინც საკუთარ თავს ყოველთვის უმაღლეს მოთხოვნებს უყენებს. ნახეთ, რა შედეგი მოაქვს სხვადასხვა მიდგომას შვილის აღმზრდელობით პროცესში.
“ოდესღაც ბიჭი მეყოლება და მაშინ სულ სხვაგვარად გავაკეთებ ყველაფერს. 3 წლიდან ჩავაგონებ: “შვილო, ვალდებული არ ხარ, ინჟინერი ან იურისტი გამოხვიდე.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნები. გინდა პათოლოგანატომი გახდე? ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ფეხბურთის მსაჯობა გირჩევნია? კი ბატონო. ცირკის კლოუნი გინდა გახდე? რა კარგად მოგიფიქრებია.
სამაგიეროდ, როცა 30 წლის გახდება, მოვა ჩემთან და მეტყვის: “დედა, უკვე 30-ის ვარ. სავაჭრო ცენტრში კლოუნად
ვმუშაობ. ასეთი მომავალი გინდოდა ჩემთვის?
რაზე ფიქრობდი, რომ მეუბნებოდი, უმაღლესი განათლება რა საჭიროაო? რა გეგონა, მათემატიკის მეცადინეობის ნაცვლად ეზოში რომ ფეხბურთის სათამაშოდ მიშვებდი? რას მერჩოდი, დედა”
მე ვეტყვი: “ძვირფასო, არ მინდოდა რამე დამეძალებინა. მათემატიკა არ გიყვარდა, თამაში გერჩია”. ის მეტყვის: “მე რა ვიცოდი, სადამდე მიმიყვანდა ეს გართობა, შენ კი მთელი ცხოვრება დამიმახინჯე”.
მე კი ასე ვუპასუხებ: “ორი კატეგორიის ხალხი არსებობს. ერთნი ცხოვრობენ, მეორენი კი ყველაფერში დამნაშავეებს ეძებენ. თუ ამდენი არ გესმის, ნამდვილი იდიოტი ყოფილხარ”. ამის შემდეგ მას ფსიქოთერაპიისთვის 5 წელი დასჭირდება.
ახლა სხვანაირად წარმოვიდგინოთ. ოდესღაც ბიჭი მეყოლება. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. 3 წლიდან ჩავაგონებ: “სისულელე არ ჩაიდინო, შვილო, მომავალზე იფიქრე. მათემატიკა ისწავლე, თორემ მთელი ცხოვრება ქოლ-ცენტრის ოპერატორად იმუშავებ”.
და აი, 30 წლის ასაკში მოვა ჩემთან და მეტყვის: “დედა, იკვე 30 წლის ვარ და “გუგლში” ვმუშაობ. 24 საათი ვშრომობ, ოჯახიც არ მყავს, რაზე ფიქრობდი, რომ მეუბნებოდი, კარგად ისწავლე, კარგი სამსახური იშოვე და ბედნიერად იცხოვრებო. აბა, სად არის ბედნიერება.”
მე ვეტყვი: “ძვირფასო, მინდოდა კარგი განათლება მიგეღო, მინდოდა ყველაფერი საუკეთესო გქონოდა”. ის კი მეტყვის: “რა თავში ვიხლი ამ საუკეთესოს, თუკი ბედნიერიც არ ვარ. სავაჭრო ცენტრში კლოუნები დავინახე, მშურს მათი, ისეთი ბედნიერები ჩანან”.
აი, ჩემი პასუხიც: “შვილო, ამქვეყნად 2 ტიპის ადამიანები არსებობენ. ერთნი ცხოვრობენ, მეორენი კი მთელ ცხოვრებას წუწუნში ატარებენ. ამდენი თუ არ გესმის, ნამდვილი იდიოტი ყოფილხარ”. ამის შემდეგაც ფსიქოთერაპევტის 5-წლიანი კურსი დასჭირდება.
ახლა სხვა ვარიანტი ვცადოთ:
ოდესღაც ბიჭი მეყოლება. 3 წლიდან შთავაგონებ: “აქ იმისთვის არ ვარ, რომ რაღაცები გიმტკიცო. იმისთვის ვარ, რომ მიყვარდე. მამასთან მიდი და მას ჰკითხე. მე არ მცალია”
გახდება 30 წლის, მოვა და მეტყვის: “დედა, 30 წელია შენი ყურადღების მოპოვებას ვცდილობ. 10 ფილმი და 5 სპექტაკლი მოგიძღვენი, შენზე წიგნიც დავწერე. შენთვის კი მგონი სულ ერთია. რატომ არასოდეს გამოთქვამ შენს აზრს, სულ მამასთან რატომ მგზავნი?”
მე ვეტყვი: “ძვირფასო, არ მინდა შენს მაგივრად გადავწყვიტო რამე. უბრალოდ, მიყვარდი. რჩევისთვის კი მამა გყავს.”. ის მეტყვის: “რა ჯანდაბად მინდა მამის რჩევები, როცა შენ გეკითხები. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ყურადღება მომაქციო.
ვგიჟდები შენზე, ყველაფერს გავიღებ იმისთვის, ოღონდ დავრწმუნდე, რომ ჩემზე ფიქრობ. შენი დუმილით ცხოვრება დამინგრიე”.
“შვილო, ორნაირი ადამიანები არსებობენ. ერთი ცხოვრობენ, მეორენი კი სულ რაღაცას ელოდებიან. ეს თუ არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ”… ფსიქოთერაპევტთან მკურნალობას ალბათ 5 წელიწადს მოანდომებს…
ეს იგავი იმ დედებისთვისაა, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, იდეალურები იყვნენ. მოდუნდით, დედებო! როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ კარგი დედა იყოთ, თქვენს შვილს ფსიქოთერაპევტისთვის მაინც ექნება რაღაც სათქმელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ს. ხმელი