ორსულმა ქალმა, რომელიც 21 კვირის ორსული იყო შენიშნა, რომ მხედველობა თანდათან უუარესდებოდა. ქალმა გამოკვლევები ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ მას ოკულარული მელანომა დაუდგინდა..
ექიმების თქმით დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი ჩვილები მოეკლა.
ცოლ-ქმარს ჯესიკა და მარკ ბოსმილერებს ყოველთვის სურდათ ბევრი შვილის ყოლა, თუმცა ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ჯესიკა დაორსულებას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართა.
მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ექოსკოპიაზე გაიგეს, რომ კიდევ ორი შვილის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.
მალე ჯესიკამ შენიშნა, რომ მისი მხედველობა ნელ-ნელა უარესდებოდა. ოფთალმოლოგთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ქალს მარჯვენა თვალის ბადურაზე სიმსივნე ჰქონდა. ჯესიკას ოკულარული მელანომა დაუდგინდა.
ოკულისტმა ბოსმილერებს თვალის ენუკლეაცია (თვალის კაკლის ამოღება) ან სხივური თერაპიის გავლა შესთავაზა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პროცესია, რაც 21 კვირის ორსულობის პირობებში, უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული.
დაყოვნება არ შეიძლებოდა, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, სიმსივნის მეტასტაზებს პლაცენტაში შეეღწია და მუცლად მყოფი პატარები მოეკლა.
ჯესიკამ გადაწყვიტა, რომ თვალის ამოღება შვილების გადარჩენის ყველაზე საიმედო გზა იყო და ექიმებს ოპერაციის გაკეთება სთხოვა.
35 კვირის ორსული ქალის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პირველი, რაც ნარკოზიდან გამოსულმა ჯესიკამ იკითხა, შვილების მდგომარეობა იყო. ექიმმა ქალი დაამშვიდა, რომ პატარების სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა.
ორი კვირის განმავლობაში ჯესიკა მარჯვენა თვალის მიდამოებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ჯესიკამ სარკეში ჩახედვა გაბედა, თვალის ადგილზე სპეციალური ლინზა დაინახა, სადაც მომავალში, თვალის პროთეზი ჩაიდგმებოდა.
ბოსმილერების შვიდი და ცხრა წლის შვილებს აუხსნეს, რომ დედა რაღაც დროის მანძილზე „მეკობრეობანას“ ითამაშებდა..
თვალის დაკარგვიდან ერთი თვის შემდეგ ჯესიკამ ორი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ბიჭუნას მეისონი დაარქვეს, გოგონას – პაიპერი. ოდესმე ისინი გაიგებენ, რომ დედა უდიდესი არჩევანის წინაშე დადგა, მაგრამ წამით არ უყოყმანია და შვილების ჯანმრთელობისთვის თვალს შეელია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია