ძილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მას უამრავი მაგიური პრაქტიკა უკავშირდება. ამიტომაც შეადგინეს ჩვენმა წინაპრებმა დასაძინებლად მომზადებისთვის წესების მთელი წყება. ერთი თუ ფეხებით კარისკენ დაწოლას არ გირჩევთ, მეორე იგივეს ფანჯრისკენ კრძალავს, ზოგი კი საწოლს თავით მხოლოდ ჩრდილოეთის ან აღმოსავლეთისკენ დგამს.
რა თქმა უნდა, დღევანდელი თემაც ძილს უკავშირდება, თუმცა ამჯერად ლოგინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტის, ბალიშის შესახებ ვისაუბრებთ.
თუ რა მინიშნებები არსებობს ბალიშის შემადგენლობის, რაოდენობისა თუ ფერის შესახებ, ან რატომ არ უნდა დაიძინოს ქალმა ორ ბალიშზე, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლამზირა მ.
– ძველთაგანვე ძილი ადამიანისთვის იდუმალი და პირადული განცდა იყო. სწამდათ, რომ ძილის დროს ორი სამყაროს ზღვარზე მყოფი ადამიანი დაუცველია უწმინდურ ძალთა ზეგავლენისგან, თუმცა არც დღესაა ღამის დასვენება ნაკლებად საყურადღებო.
აქედან გამომდინარე, ბალიშიც, როგორც ძილისთვის კომფორტისა და სიმყუდროვის შეუცვლელი ატრიბუტი – მნიშვნელოვანი დეტალია ხალხურ გადმოცემათა ნუსხაში. შესაბამისად, მინიშნებებიც მასზე უამრავია.
- – ზოგადად, რა მინიშნებებია ყველაზე გავრცელებული?
– დავიწყოთ იმით, რომ წყვილი ბალიში სიმშვიდისა და განცხრომის სიმბოლოა. შესაბამისად, ახალშეუღლებულებს პირველი საქორწინო ღამისთვის ბალიშებს ისე ულაგებენ, რომ ბალიშის პირთა ჭრილი ერთმანეთს ეხებოდეს – ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთგაგება იქნება.
თუ საქორწინო კვერის პატარა ნატეხს სამჯერ გაატარებთ საქორწინო ბეჭდის ღიობში და მერე ბალიშის ქვეშ დაიდებთ, სიზმარში საბედოს ნახავთ;
ხოლო საქორწილო ტორტის ნაჭერი ბალიშის ქვეშ თუ მომავალ მეუღლეს დაგასიზმრებთ, ფარსმანდუკის ყვავილი – შეყვარებულს გაგაცნობთ. ძველად მომაკვდავს მტრედის ბუმბულის ბალიშს უდებდნენ თავქვეშ, სიცოცხლეს ახანგრძლივებსო, ხოლო თივის ბალიშს წინა სასიკვდილო ტანჯვის შემსუბუქებაც შეეძლო.
მხოლოდ კარგ სიზმრებს ნახავთ, თუ ბალიშის ქვეშ დაფნის ფოთოლს დაიდებთ. თუ გაღვიძებულზე თმაში ბუმბულს იპოვით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის სიყვარულის ობიექტი გახდით. დაორსულება თუ გინდათ, შეიძინეთ საწოვარა და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ღამით თმის დავარცხნა კი – დილით ერთი ნომინალის შესატყვის ფულის ერთეულს დაგახვედრებთ ბალიშის ქვეშ.
- – ბალიშის რაოდენობასაც მნიშვნელობა აქვს?
– დიახ და განსაკუთრებით ქალბატონებისთვის – არ არის კარგი ქალმა ორი ბალიში დაიდოს თავქვეშ და ისე დაიძინოს. საერთოდ, გათხოვილი ქალისთვის ლოგინში ქვეშაგების სიჭარბე მომავალში ავადმყოფობის საწინდარია და არა მხოლოდ მისთვის, ახლობლებსაც იგივე ელით.
ბალიშები ცოლქმრულ სარეცელზე მტკიცე ქორწინების სიმბოლოა, მაგრამ თუ მეუღლეთაგან ერთს, განსაკუთრებით კი ცოლს, ორი ბალიში უდევს სასთუმალზე, ეს ნიშნავს, რომ მეორე ნახევარს განდევნის როგორც საწოლიდან, ისე მისი ცხოვრებიდან. ხშირად კი ეს ოჯახში ჩხუბისა და სკანდალების მიზეზიც ხდება.
თუ ქმარი დიდხანს არ იმყოფება სახლში, ცოლმა მეუღლის კუთვნილი პიჟამა თუ მსგავსი აქსესუარები საკუთართან ერთად თავქვეშ არ უნდა დაიდოს. ეს ბიძგია ცოლქმრული ღალატისკენ. მივლინებაში წასულმა ქმარმა რომ გართობა არ მოინდომოს – მისი ბალიში კარადაში უნდა შეინახოთ.
ცუდია, როცა ახალგაზრდა ქალს ჩვევად აქვს რამდენიმე ბალიშზე ძილი – გაუთხოვარი დარჩება. ამით ქალიშვილი „აცხადებს“, რომ მისთვის მარტოობა კომფორტულია.
ძველად ამბობდნენ, რომ ასეთ გოგონებზე ავი სულები ქორწინდებიანო და ნაწილობრივ სიმართლეცაა. ისინი ხომ ვერც პირად ცხოვრებას იწყობენ და ვერც კარიერაში აღწევენ რამეს. უწმინდურ ძალას შეუძლია, კეთილდღეობასთან ერთად, ჯანმრთელობაც შეურყიოს მსხვერპლს.
- – ბალიშის ფერზე რას გვეტყვით?
– ბალიშის ფერს და ზომასაც საკრალური მნიშვნელობა აქვს. თეთრმა ბალიშმა შეიძლება თქვენი სიყვარული კრახამდე მიიყვანოს – დაგანახვოთ, რომ პარტნიორი არ შეგეფერებათ, რადგან ისეთი სულაც არაა, როგორიც გეგონათ.
პასტელური ფერის ბალიშები უსიამოვნებას იზიდავს, რაც ემუქრება არა მარტო მის მფლობელს (უშუალოდ, ვისაც ამ ბალიშზე სძინავს), არამედ ქალის ახლობლებსაც. პატარა შავი ბალიშები ხანგრძლივი ავადმყოფობაა, დიდი კი – სიკვდილი და ეს უბედურება ემუქრება არა მარტო ქალს, არამედ მისი ოჯახის სხვა წევრებსაც.
თუ მკვეთრი, მყვირალა ფერის ბალიშებს იყენებთ – ცხოვრებაში ბევრი მძიმე გამოცდა გელით. ნათელი ფერის ბალიშები იუწყება, რომ მალე ქალი ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს. ხოლო, თუკი ქალიშვილის თავქვეშ ორ დიდ, თეთრ ბუმბულის ბალიშს დაიდებს, ის მალე გათხოვდება.
- – რაც შეეხება აღმოსავლურ ტრადიციებს, ფენ-შუის, რას გვეუბნება ის ბალიშებზე?
– თავქვეშ რამდენიმე ბალიშის დადების ჩვევა სულ სხვანაირად აიხსნება ფენ-შუის მიხედვით – იქ პირიქითაა, იღბალს იზიდავს და უფრო მეტიც, მეორე ბალიში ერთგვარი თილისმაა და მასზე დაძინება – მაგიური საიდუმლო, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
მარტოხელა ქალები ხშირად მიმართავენ ამგვარ რიტუალებს ბედის გასახსნელად და წარმატებისთვის კარიერასა და პირად ცხოვრებაში და მართლაც, „მძინარე მზეთუნახავს“ მალე გამოუჩნდება შესაფერისი საქმრო. დაბოლოს, როგორც წესი, კატებს არ სჩვევიათ საწოლქვეშ ძილი, ეს მათთვის ღირსების შემლახავია.
მაგრამ, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ამის მიზეზი თავად საწოლია. კატებს ენერგეტიკული ნაკადთა დინება იზიდავთ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც არაკეთილმოსურნემ გათვალა ან ჯადო გაუკეთა ამ საწოლის მფლობელს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? – არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
ყველაფერი დატოვეთ ისე, როგორც არის – „დარტყმას“ კი კატა მიიღებს საკუთარ თავზე და ყველაფერი მოწესრიგდება; გადააადგილეთ საწოლი სხვა ადგილას. თუ ისტორია მაინც გაგრძელდა, მაშინ შეცვალეთ თავად საწოლიც და იქაურობა აკურთხებინეთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: თბილისელები