უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ღრუბლის ზედა ნაწილზე, შედარებით უხეშ თავზე, რომელსაც სკოჩ-ბრაიტი ჰქვია.
სკოჩ-ბრაიტის მიხედვით შესაძლებელია გაარჩიოთ, კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი ღრუბელი და რისი გახეხვა შეიძლება მისით. კერძოდ კი, ფერების მიხედვით შეგვიძლია მისი სიუხეშის ხარისხი განვასხვავოთ. ფერები კი ყვითლიდან შავის ჩათვლით მერყეობს.დაფიქრდი, ხომ ასეა?
როდესაც ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ვყიდულობთ ჩვეულებრივ მაღაზიაში, ან ყოველთვის ერთ ბრენდს ვირჩევთ, ან იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე იაფია. თუმცა არჩევა სწორად უნდა ვიცოდეთ. შეიძლება თავად ღრუბლის ფერი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა მისი უხეში თავი, ანუ სკოჩ-ბრაიტი უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელია.ყველაზე უხეში არის შავი. მისით შესაძლებელია ზედაპირებიდან ჭვარტლიც კი მოაშორო. თუმცა ის არ გამოგადგებათ დელიკატური წმენდისთვის და შეიძლება ზოგიერთი ნივთი დაფხაჭნოს კიდეც.
ძირითადად, ჭურჭლისთვის განკუთვნილ ღრუბლებს მწვანე სკოჩ-ბრაიტი აქვთ, თუმცა ხანდახან წითელიც გვხვდება.
ლურჯი ზედაპირის მქონე ღრუბლით ჯამების და ქვაბების გახეხვა შეიძლება.
რაც შეეხება ვარდისფერ და ყვითელ სკოჩ-ბრაიტებს, ისინი ყველაზე დელიკატური რეცხვისთვისაა განკუთვნილი და, შესაძლებელია მისით ღვინის ნაზი, ფეხიანი ბოკლები გარეცხოთ.
აქვე რჩევა: ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებზე უამრავი ბაქტერია ბინადრობს, ამიტომაც მათი გამოცვლა ყოველ 2 კვირაშია რეკომენდებული.