შეყვარებულ ვაჟს გოგოს მამამ პირდაპირ უთხრა, რომ თავის ქალიშვილთან ქორწინების ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ თავს მოიკლავდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩებოდა. და ბიჭმა ბედი სცადა..
გამოცემა Hindustan Times-ის ინფორმაციით, ინდოელი მამაკაცი, რომელსაც სასიმამრომ უცნაური მოთხოვნა წაუყენა, საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმით გადაიყვანეს.
ინდოეთის ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს თავის რჩეულთან 13-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
გოგონას მამა მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. საპასუხოდ ახალგაზრდისგან მუქარა მიიღო, რაც ლოკჰანდეს რჩეულს არ მოეწონა და შეყვარებულთან ურთიერთობა გაწყვიტა.
რამდენიმე თვის შემდეგ ლოკჰანდემ შეყვარებულთან ურთიერთობის აღდგენა მოინდომა. სწორედ მაშინ შესთავაზა გოგონას მამამ, რომ სიყვარული თვითმკვლელობით დაემტკიცებინა.
სასიმამრომ პირობა დადო, რომ ლოკჰანდეს ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში ახალგაზრდების დაქორწინებას ხელს არ შეუშლიდა და დაამშვიდა, რომ სუიციდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მის ქალიშვილთან შემდეგ ცხოვრებაში იქორწინებდა.
„ყურებამდე შეყვარებულმა“ ვაჟმა სასიმამროს მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ხედავდა.
ამჟამად თავგანწირული მიჯნური ქალაქი ბანგალორის კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლევიან.
მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლოკჰანდეს შეყვარებულის ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია