• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 30, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

,,რატომ მიიღო სემეკმა დენის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება და ვის რამდენით გაძვირდება? – დავით ნარმანიას განმარტება

by inew
30 March 2026
in პოლიტიკა
0
,,რატომ მიიღო სემეკმა დენის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება და ვის რამდენით გაძვირდება? – დავით ნარმანიას განმარტება
0
SHARES
37
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“. ამის შესახებ მან სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას განმარტებითვე, სემეკის მიერ მოხდა „ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისათვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“.

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

„თელასის“ არეალში დედაქალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში, შეადგენს 400 მილიონ ლარს, რაც საშუალოდ, წლიურად, 80 მილიონი ლარია. რაც შეეხება „ენერგო პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი. დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

გარდა ამისა, „ენერგო პრომ“ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე დამატებით აღნიშნა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის საშუალო წლიურად დამატებით, 43 მილიონ ლარს დახარჯავს, ისე, რომ ამის გათვალისწინებას ტარიფში არ მოითხოვს. შედეგად, რეგიონებში მომხმარებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება დამატებით, 129 მილიონი ლარი, ისე რომ ტარიფში გათვალისწინებული არ იქნება.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების საკითხს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე იზრდება – გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.