ამ უცნაურმა ამბავმა გამოცემა Daily Mail-ის ყურადღებაც მიიპყრო.. 25 წლის ამერიკელმა გოგონამ განაცხადა, რომ ძაღლის შარდი სახიდან საშინელი გამონაყარის მოცილებაში დაეხმარა, – წერს გამოცემა Daily Mail და საილუსტრაციოდ ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოზე ჩანს, რომ უცნობი გოგონა მაყურებელს მოყვითალო სითხით სავსე ჭიქას აჩვენებს და განმარტავს, რომ ეს მისი საყვარელი ძაღლის შარდია.
„წლების განმავლობაში დეპრესია მტანჯავდა, რადგან სახე საშინელი გამონაყარით მქონდა დაფარული. ძაღლის შარდმა ჩემი პრობლემები მოაგვარა, რადგან ის შეიცავს ვიტამინ A-ს, ვიტამინ E-ს და კალცს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძაღლის შარდი კიბოს უჯრედებსაც კლავს“ – ამბობს გოგონა.
სინამდვილეში, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ შარდი სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის და კიბოს განკურნება შეუძლია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ შარდი სავსეა ტოქსინებით და საშიშ ჰერბიციდებს, ანტიბიოტიკებსა და ჰორმონებს შეიცავს.
მცდარია მოსაზრება, რომ შარდი გაუწყლოებისგან იცავს. ამერიკელ ჯარისკაცებს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი აკრძალული აქვთ საკუთარი შარდის დალევა. შესაძლოა, შარდის მცირე რაოდენობა სასარგებლო იყოს, მაგრამ ის არ წარმოადგენს სრულფასოვან სამკურნალო საშუალებას.
- გარდა ამისა, კიდევ ერთი ამერიკელი გოგონა რუბი კარიო 10 წლის განმავლობაში ყოველდღე აკეთებდა იგივეს:
30 წლის რუბი კარიო, მერილენდიდან, აცხადებს, რომ საკამათო შარდოთერაპიის მეთოდი სასწაულებს ახდენს მის ჯანმრთელობაზე და კანს ანათებს და გამოიყურება ბევრად უფრო ახალგაზრდა, ვიდრე რეალურად არის.
ქალი უკვე 10 წელია სვამს და შარდით იწმენდს სახეს. ქალი ამბობს, რომ შარდის სმა 19 წლის ასაკში დაიწყო. რუბი ამბობს, რომ მამამისმა ურჩია შარდოთერაპია. მამამ 19 წლის გოგონას უთხრა, რომ თუ მას სურდა სილამაზის დედოფალი გამხდარიყო, მას შარდის დალევა სჭირდებოდა.
მას შემდეგ, კარიომ რეგულარულად იღებდა შარდს ასევე იგი მას ისვამდა სახეზე კოსმეტიკური მიზნებისთვის – როგორც გამწმენდი და დამატენიანებელი.
გოგონა მას დღეში ორჯერ იყენებდა კრემის ნაცვლად და ირწმუნება, რომ პროდუქტი შესანიშნავია აკნეს და ნაწიბურების სამკურნალოდ. შარდის თერაპიის პრაქტიკა არ არის ახალი და საკმაოდ პოპულარულია ცნობილ ადამიანებშიც კი. მადონამ აღიარა, რომ ის შარდს სვამს.
1945 წელს ბრიტანელმა ჯონ ვ. არმსტრონგმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ შარდი სასარგებლოა და განკურნება შესაძლებელია ყველა დაავადებისგან მისი საშუალებით.
საბჭოთა კავშირში, დოქტორმა ზამკოვმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ექსპერიმენტები ჩაატარა შარდთერაპიაში და შექმნა პრეპარატი. შემდეგ მას ბრალი დასდეს ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებაშუ, სამი წლით გადაასახლეს და ქონება ჩამოართვეს.
ამასთან, 1932 წელს მოსკოვში დაბრუნებისას ზამკოვი ხელმძღვანელობდა უროგრავიდანოთერაპიის ლაბორატორიას და გამოჩენილი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები გახდნენ მისი პაციენტები: მოლოტოვი, კალინინი, კლარა ზეტკინი, მაქსიმ გორკი და მისი ცოლი ვერა მუხინა.
ექიმებს არ აქვთ კონსენსუსი შარდთერაპიის სარგებელსა და საფრთხეებზე. ჯანმრთელი ადამიანის შარდი აბსოლუტურად სტერილურია, მაგრამ ქრონიკული დაავადებების არსებობისას ის შესაძლოა შეიცავდეს ბაქტერიებსა და ტოქსინებს.
შარდს იყენებენ ბევრ ჩინურ მედიკამენტსა და აიურვედულ პრაქტიკაში. შარდის თერაპიის ეფექტები მას სამკურნალო თვისებებს მიაკუთვნებენ, მასთან ერთად აკნეს მკურნალობენ და ამტკიცებენ, რომ შარდის მიღება წონის დაკლებას ეხმარება.
ამასთან, ამის შესახებ არანაირი სამეცნიერო ან კლინიკური მტკიცებულება არ არსებობს. ექიმების უმეტესობა არ გირჩევთ შარდის გამოყენებას და ზოგი კატეგორიულად კრძალავს მას.