არსებული ინფორმაციით, მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას თავს მიშა მესხი დაესხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შელაპარაკების მიზეზი სიმღერა “ოლე, ოლა” გახდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა მიშა მესხის Facebook პროფილზე, არაერთი ადამიანი მას უწონებს საქციელს.
„მიშა მესხი ჩემი ძმაკაცია და თანაც ისეთი მუშტი აქვს ტორნადოს აგდებს ერთი დარტყმით” – წერს „პოსტვ”-ის თანამშრომელი, რასაც მომღერალი თემურ თათარაშვილიც ეხმაურება – “დღევანდელი დღის გმირია მიშა, “ოლე ოლას” კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი გაძუყნა;”
კომენტარებს თავად მიშა მესხიც გამოეხმაურა: “შენ გენაცვალე მე, რაღაც არაადამიანური ენერგია შემოვიდა ჩემში.”
წყარო: inews