• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 31, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა განცხადებას ავრცელებს მტკვარში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენილი გიორგი თოლორაიას ოჯახი?

by inew
18 May 2025
in საზოგადოება
0
რა განცხადებას ავრცელებს მტკვარში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენილი გიორგი თოლორაიას ოჯახი?
0
SHARES
15
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა. გიორგი თოლორაიას ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„ადამიანებო, ღვთის საოცარო ქმნილებებო, მოგმართავთ თქვენ და მივმართავ ქალბატონს, რომელიც სასწაულებრივად აღმოჩნდა, მთავარი სამაშველო რგოლი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მორკინალი, ჩემი ძამიკოს გადასარჩენად.

სხვისას, რომ საკუთარივით იღებ, აი მაშინაა ადამიანის არსებობა გამართლებული. სიყვარულიც, ხომ იმ მსგავსების სიხარულია, როდესაც გრძნობ, რომ ის სხვაც, შენ ხარ!

სწორედ ამან მოგვიყვანა და გაგვაძლებინა დღევანდელობამდე.

თქვენი უპირობო სიყვარულია, მოტივი და ძალა არსებობის. უდიდესი სინათლის ძალით შემოდის თითოეული თანაგრძნობითი სიტყვა ჩვენს სულებში. როცა ასე ღრმად შეგიძლია იგრძნო მწუხარება, გადაშენება არ გიწერია! უფრო მეტიც, სწორედ ესაა ის გამარჯვებული ომი, რომელშიც იბრძვის დღემდე საქართველო!

როგორი სანიმუშო სიყვარულით, ანუგეშებთ ჩვენი გარდაცვლილი, საოცარი ბიჭების ოჯახებს. უდიდესი მადლობა, ჩვენო ძვირფასებო. რა უნდა გავუკეთოთ ისეთი კაცობრიობას, მე და ჩემმა ოჯახმა რომ ერთი ასად დავაბრუნოთ ეს ყველაფერი! ღმერთობით შევძლებთ, შეუძლებელსაც, რადგან განუზომელია მადლიერების შეგრძნება.

ვერასდროს წარმოვიდგენდი ტკივილიანი სიხარული ასეთი მძიმე თუ იქნებოდა. შეუცნობელია წუთისოფლის გზები. არავინ იცის, ვის რას უმზადებს.

,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი

გაახარებს ვინმეს განა?

თაფლში ურევს მწარე ნაღველს!

მტრისას მისი გამოცანა!”

მოუშუშებელი და დაუტევნელია თქვენი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ჩემი ძამიკოს, ძმებო. იქედან გაამაგრეთ სიყვარული, ბიჭებო, ვიცი, ისევე ვაჟკაცურად განაგრძობთ, როგორც დაიწყეთ.

სინათლე და სიმშვიდე, თქვენს სპეტაკ სულებს, ძმებო. ღმერთთან არაფერი გაგიჭირდებათ. იქ ბევრად სხვანაირადაა ყველაფერი. აქ, კი ჩემი გიო მიხედავს თქვენს ოჯახებს. თქვენ არაფრის შეგეშინდეთ.

„დიდი და საკვირველია საქმენი შენნი, უფალო ღმერთო ყოვლისშემძლეო,” სიხარულით და ტკივილით აღსავსე გულით, გმადლიერობთ, წყალობას ჩვენს ოჯახზე.

შენი ანგელოზები, ხომ მარად ფხიზლობენ.

იმ ტრაგიკულ ღამესაც გაუგზავნე ჩემს ძამიკოს მთავარი გმირი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი ჩირაღდანი, რომელმაც დროულად დაინახა და იმოქმედა, რომ გადაერჩინა, ის 1 მოტივტივე სიცოცხლე, სულის მღაფავი, მოყვირალი. მტკვარი ცდილობდა დაუნდობლად მის დადუმებას, თუმცა, მან რა იცოდა რა ვაჟკაცს ებრძოდა!

დიახ!!! თქვენ და გიომ გაიმარჯვეთ, სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა ადამიანური თანადგომა!

მოგმართავთ, ჩემი ძამიკოს ანგელოზო, ადამიანო. თქვენს სულს ვენაცვალე. მოგვეცით საშუალება მე და ჩემს ოჯახს, აღვასრულოთ ის, რაც ვალია ჩვენი. დაველოდებით თქვენს სურვილს, გამოგვეხმაუროთ, გაგიცნოთ და ჩვენი წილი სიყვარული გაგიზიაროთ. თუ იქნება თქვენი კეთილი ნება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558560402 (გვანცა).

ვინც შეძლებთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ, მეგობრებო.

უდიდესი მადლობა, კვლავ ყველას! გვიყვარხართ!

გამძლეობა და შეწევნა, ჩვენი ბიჭების ოჯახებს.

მალე გვეპოვნოს ჩვენი გიგა!

მზე ბიჭი!  “ – წერს გიორგი თოლორაიას და, ნინო თოლორაია.

2 პირის ცხედარი მდინარეში მაშველებმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვეს,ხოლო მესამის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გულში დაარტყეს დანა, მამაკაცი სასწრაფომ წაიყვანა”- რა მოხდა ხაშურში?

Next Post

ამას არავინ ელოდა! – ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

Next Post
ამას არავინ ელოდა! – ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

ამას არავინ ელოდა! - ჰოლივუდის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.