1994 წელს ასობით ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათთვის სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე წასვლა საბედისწერო გახდებოდა..
1995 წლის 29 ივნისს სეულში „სამპუნგის“ სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას 502 ადამიანი ემსხვერპლა. ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა იყო. კატასტროფის მიზეზი კი სრულიად გამაოგნებელი იყო.
მაშინ სეულის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველდღიურად, 40 000 ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, ზუსტად 20 წამში ნანგრევების გროვად იქცა.
ადამიანების სიხარბემ და გაუმაძღრობამ ასობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, ათასობით კი ინვალიდად აქცია!
შენობის მფლობელი ლი ჯუნი ამ ადგილზე თავდაპირველად ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენება დაიწყო, რომლის მეხუთე სართულზეც საცურაო აუზი იქნებოდა განთავსებული.
აუზის გამო, პროექტიდან რამდენიმე საყრდენი ბოძის ამოღება გახდა აუცილებელი, რაზეც არქიტექტორებმა და მშენებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
საბოლოოდ, ლი ჯონმა პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ სეულის ხელისუფლებას არ შეატყობინა და მშენებლობა საკუთარ კომპანიას გადააბარა.
ყველა „სიკეთესთან“ ერთად, უზარმაზარი შენობა, მყარი ნიადაგის ნაცვლად, დატკეპნილ ნაგავსაყრელზე აშენდა, მის კონსტრუქციაში ფოლადის კარკასი და განივი სვეტები არ გამოუყენებიათ. ამის მიუხედავად, „სამპუნგის“ სავაჭრო ცენტრი 1990 წელს გაიხსნა და 5 წელი გაძლო.
1995 წლის აპრილში სავაჭრო ცენტრის მეხუთე სართულის ჭერზე უზარმაზარი ბზარები გაჩნდა. ამის მიუხედავად, ლი ჯუნს ცენტრის დახურვა არც უფიქრია. მან მეხუთე სართულზე განთავსებული სექციები სარდაფში ჩაიტანა.
29 ივნისს ბზარებმა ისე იმატა, რომ მეხუთე სართულის დახურვა აუცილებელი გახდა.
იმ დღეს ცენტრში უჩვეულოდ ბევრი მყიდველი იყო. შემოსავლის დაკარგვის შიშით ლი ჯუნმა ევაკუაციის გამოცხადებაზე უარი თქვა.
რამდენიმე საათის შემდეგ შენობის ჭერი ჩამოინგრა და ხუთივე სართული მიწაში ჩაიტანა.
კატასტროფის შედეგად, 502 ადამიანი დაიღუპა და ათას ხუთასი ნანგრევებში მოყვა.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი 17 წლის პარკ სეუნგ ჰიუნი იყო, რომელიც შენობის ჩამონგრევიდან მე-17 დღეს იპოვეს!
გამოძიების შედეგად, კორეის პროკურატურამ ათობით ადამიანს წაუყენა ბრალი. ბრალდებულთა შორის იყვნენ ლი ჯუნი, მისი შვილი, ქალაქის რამდენიმე ჩინოვნიკი, სავაჭრო ცენტრისა და კომპანია SAMPOONG GROUP-ის თანამშრომლებიც.
ლი ჯუნს 7-წელნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მისი კომპანია დაშალეს და დაზარალებულებს 350 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადეს.
სეულის მეტროს ერთ-ერთ სადგურთან ახლოს „სამპუნგის“ კატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გახსნეს.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.