• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, April 6, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გახდა სტადიონზე 318 ადამიანის ადამიანის გარდაცვალების მიზეზი

by inew
7 October 2021
in საზოგადოება
0
რა გახდა სტადიონზე 318 ადამიანის ადამიანის გარდაცვალების მიზეზი
0
SHARES
3.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ასობით ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრების მიზეზი მსაჯის მიერ ჩაუთვლელი გოლი გახდა..

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია 1964 წლის 24 მაისს პერუს დედაქალაქში მოხდა.

ლიმაში ეროვნულ სტადიონზე ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევი მატჩი გაიმართა.

ოლიმპიადის საგზურისთვის ერთმანეთს პერუსა და არგენტინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩის ანგარიში არგენტინელმა ფეხბურთელებმა გახსნეს და ბოლო წუთებამდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება.

თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. პერუს ნაკრები ოლიმპიადის საგზურს ფრეს შემთხვევაშიც იღებდა, თუმცა მატჩის არბიტრმა ანგელ პაზოსმა ბურთი არ ჩათვალა და პერუელების ოლიმპიური ოცნებები დაასამარა.

მსაჯის გადაწყვეტილებას ტრიბუნებზე ხმაური და არეულობა მოჰყვა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პოლიციელების კორდონი გაარღვია, მოედანზე შეიჭრა და მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა დააპირა, თუმცა ის პოლიციელებმა შეაჩერეს და ათასობით გულშემატკივრის თვალწინ ცემა დაუწყეს.

სამართალდამცველთა ქცევით გაღიზიანებული გულშემატკივრები პოლიციელებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაებნენ. საპასუხოდ, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

ასეთ ვითარებაში მატჩის გაგრძელებაზე ფიქრი ზედმეტი იყო, ამიტომ ორივე გუნდის ფეხბურთელები სასწრაფოდ გაიყვანეს სტადიონიდან.

მოედნიდან ფეხბურთელების გაყვანის შემდეგ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამძაფრდა. გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონის დატოვება სცადა. ამის გამო ტრიბუნების გასასვლელებთან საშინელი ჭყლეტა დაიწყო, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა…

პერუს ნაკრების ათასობით გულშემატკივარი სტადიონიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის ფერნანდო ბელაუნდეს სახლისკენ გაემართა. ისინი პრეზიდენტისგან ითხოვდნენ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება გაეუქმებინა და პერუს ნაკრებისთვის ოლიმპიადაზე თამაშის საშუალება მიეცა.

მალე ქალაქის ქუჩები ქაოსმა და არეულობამ მოიცვა. საავადმყოფოები ვერ აუდიოდა „საფეხბურთო ომით“ დაზარალებული ადამიანების მიღებას.

პერუს ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყანაში საომარი ვითარება გამოეცხადებინა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა.

ამ ტრაგედიამ 318 ადამიანი შეიწირა. 500-ზე მეტმა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. საბოლოოდ, ტოკიოს ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები გაემგზავრა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ დაბრუნდა გარდაცვლილი მამაკაცი ერთი წლის შემდეგ საკუთარ სახლში

Next Post

„უმადურმა“ ცოლმა ქმარი 2 შვილით დატოვა. 2 დღის შემდეგ კი ქმარმა ცოლს უცნაური წერილი მიწერა

Next Post
„უმადურმა“ ცოლმა ქმარი 2 შვილით დატოვა. 2 დღის შემდეგ კი ქმარმა ცოლს უცნაური წერილი მიწერა

„უმადურმა“ ცოლმა ქმარი 2 შვილით დატოვა. 2 დღის შემდეგ კი ქმარმა ცოლს უცნაური წერილი მიწერა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.