პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
,,მადლობა დიდებულო ლას-ვეგას! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ ჩემპიონობის ქამრით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ვემზადებოდი — ჩემთვის ეს არის ცხოვრება.
მივესალმები ჩემს ქვეყანას — რუსეთს. მოგესალმებით მთელ ყოფილ სსრკ-ს!
დედას, ბავშვებს — ყველას მიყვარხართ. მადლობელი ვარ გუნდის, რომელიც მხარს მიჭერს როგორც რთულ, ისე ბედნიერ მომენტებში”, – თქვა იანმა.


