კახა ასაკის მიუხედავად წარმატებული ბიზნესმენი იყო, პროფილაქტიკა, 2 ავტომაღაზია და 2 ბენზოგასამართი სადგური ჰქონდა 24 წლის ბიჭს.
უნივერსიტეტის დამთავრების მერე რუსეთში ბიზნესმენ ბიძასთან ფულიც იშოვა და ბიზნესის წარმოების ყველა ნიუანსიც კარგად აითვისა.
თან რაც მთავარია ფულს არ “გაუფუჭებია” და იგივე უბრალო კახად დარჩა როგორსაც იცნობდნენ მანამდე.
ერთხელ ოფისიდან მომავალმა კახამ გზაზე მიმავალი გოგონა დაინახა, გოგო უბრალოდ, მაგრამ კოხტად იყო ჩაცმული.
ნელი სვლით გაჰყვა უკან, მოცდამაც მოუწია სანამ გოგონა სამარშუტო მიკროავტობუსში ავიდოდა, უკან გაჰყვა და გაიგო თუ სად ცხოვრობდა გოგონა, აღმოჩნდა გოგო მისი თანამშრომლის მეზობელი რომ იყო და მისგან გაიგო გოგო მამით ობოლი რომ იყო და დედა და უმცროსი ძმა რომ ჰყავდა.
თანამშრომელმა არც ის დაუმალა გოგო 2 ადგილზე რომ მუშაობდა დედას და ძმას რომ დახმარებოდა.
კახამ იმდენი ქნა გოგო გაიცნო, თინია მართლაც ძალიან კარგი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ კახას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კახამ ხან აქედან უტრიალა ხან იქიდან, უამრავი სიურპრიზიც გაუკეთა გოგოს ფარულად, მაგრამ მასთან დაახლოება ვერ შესძლო.
კახამ თავისი ცალმხრივი სიყვარულის ამბავი მეგობრებს უამბო, მეგობრებმა თინიას მოტაცება ურჩიეს, მაგრამ კახამ “ქვა ააგდო და თავი შეუშვირა”, მეგობრებს კატეგორიული უარი განუცხადა.
თინიას ძმის ყურამდეც მიაღწია დასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ და კახას ოფისში ეწვია.
მისალმების შემდეგ პირდაპირ უთხრა მოზარდმა კახას: ობოლი, რომ ვარ ამიტომ გვჩაგრავ, თორემ მამა რომ მყოლოდა ვერ დაგვჩაგრავდითო.
კახას გულზე მოხვდა ბაქარის სიტყვები და იმ დღის მერე თინიას არ გაკარებია.
ერთ საღამოს კი მეგობრებმა სთხოვეს სასწრაფო საქმეა და ამა და ამ ადგილზე მოდიო, კახაც ეგრევე გაქანდა მანქანით. ადგილზე მისულს კი მეგობრის აგარაკზე გაშლილი სუფრა და მეგობრებით სავსე ოთახში კუთხეში მჯდარი ნამტირალევი თინია დაინახა, როგორც გაირკვა მეგობრებს სამსახურიდან მომავალი თინია ისე მოეტაცათ კახასთვის არც კი უთქვამთ არაფერი.
დაღამდა, მეგობრების ნაწილი წავიდა, ნაწილი კი ეზოში მდგარ მანქანებში ჩასხდნენ და ხმამაღლა ჩართულ მუსიკას უსმენდნენ.
კახამ თინიას ხელი მოკიდა და საწოლ ოთახში გაიყვანა, საწოლზე დასვა და თმაზე მოეფერა, გოგოს კახას მოფერებამ თრთოლვა დააწყებინა, მაგრამ კახას მეტის უფლება მაინც არ მისცა.
კახამ მაინც მოახერხა და თინიას ჯერ ლოყაზე შემდეგ კი ყელზე აკოცა, გოგო ლამის გაითიშა, კახამ თინიას პერანგი გახადა, თეთრმა მაქმანებიანმა ბიუსტჰალტერმა ვერ დაფარა ქათქათა ბიუსტის სილამაზე.
ის იყო კახამ თინია საწოლზე გადააწვინა და უცბად გველნაკბენივით წამოხტა, არა ასე არ შეიძლება, მეც მყავს და და არ მინდა ჩემს დასაც ასე მოექცეს ვინმე ძლივს ამოთქვა შემცბარმა ბიჭმა, პერანგი თავისი ხელით ჩააცვა თინიას, ხელი მოკიდა და უკანა კარით გაიყვანა სახლიდან, ეზოდანაც ისე გავიდნენ არავის შეუმჩნევია მათი გასვლა.
მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ მანქანებიდან კახას მეგობრები როცა ქუჩაში მდგარი კახას მანქანა დაიქოქა და ადგილიდანვე სწრაფად მოწყდა.
კახამ თინია სახლში დააბრუნა, თავადაც შეჰყვა და თინიას დედას განუცხადა: თუ მიჩივლებთ გამქცევი არა ვარ, სასჯელისათვის მზად ვარ, მაგრამ მინდა იცოდეთ თინია ისეთივე მოვიყვანე როგორიც წავიყვანეო.
თინიას ოჯახს არ უჩივლია, თუმცა კახამ თანამშრომლისაგან გაიგო, რომ თინიას სამეზობლოში თინიაზე რამდენიმე მეზობელს ჭორაობა დაეწყო, რასაც სხვა მეზობლებთან კონფლიქტი მოყოლოდა.
კახამ ერთად შეკრიბა ჭორიკნები მათივე უბანში და მკაცრად გააფრთხილა, თინიაზე ჭორის გამავრცელებელს ენას ამოვაძრობო.
1 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ და წვიმიან ამინდში საღამოს სამსახურიდან მომავალ თინიას კახა წამოეწია, მანქანა გაუჩერა და სთხოვა დამჯდარიყო, თინიაც ჩაჯდა, გოგონას კახას საქციელმა 1 წლის წინ კახას მიმართ გრძნობა გაუჩინა.
კახამ თინია სახლში მიიყვანა, თავადაც შეყვა და დედის და ძმის წინ თინიას საკუთარი ოქროს ყელსაბამი გაუკეთა კისერზე.
თინიას დედას ცრემლები წასკდა, ბაქარი უსიტყვოდ იდგა, თინია კი თავდახრილი იდგა.
“მე ჩემს მშობლებთან ერთად მოვალ თუ ნებას დამრთავთ”-მიმართა კახამ თინიას დედას.
მობრძანდით შვილო უპასუხა თინიას დედამ. მართლაც ერთ კვირაში კახა მშობლებთან და დასთან ერთად მივიდა თინიას ოჯახში თინიას ხელის სათხოვნელად.
არც თინიას დედას და ბიძებს უთქვამთ უარი და ზუსტად ერთ თვეში თინია ცოლად გაჰყვა კახას.
კახამ ბაქარიც თავისთან დაასაქმა, სწავლაშიც ხელი შეუწყო და ცხოვრების გზაზეც გაიყვანა დამოუკიდებლად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია