• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, June 25, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომ ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას შეუწყოთ ხელი?

by inew
8 January 2025
in საზოგადოება
0
რა პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომ ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას შეუწყოთ ხელი?
0
SHARES
551
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

21-ე საუკუნის საქართველოში მეხსიერების გაუარესება არავის უკვირს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც კოვიდ-19 და სხვა ვირუსული დაავადებები გადაიტანა.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? – ამ შეკითხვით მივმართეთ ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს – ბელა ყურაშვილს:

– ადამიანის ტვინში უფრო მეტი უჯრედია, ვიდრე ცაზე – ვარსკვლავები. დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი 80 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, მაგრამ ის 18 წლის შემდეგ აღარ იზრდება. ასაკთან ერთად, ტვინის შესაძლებლობები მცირდება და ვითარდება დემენცია, რომელსაც ვერაფერს უზამ, თუმცა, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად აზროვნებენ და 20-25 წლის ახალგაზრდის მეხსიერება აქვთ.

– რა არის ამის მიზეზი?

– პირველ ყოვლისა, აქტიური ცხოვრების წესი – ის საშუალებას გვაძლევს, რომ გონებრივი შესაძლებლობები დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველაზე დიდხანს და სრულფასოვნად ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც აზროვნებს, მოგზაურობს, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს… ამ ადამიანებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, რადგან ტვინს გამუდმებით ავარჯიშებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს: 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია, რადგან უძილობა ტვინის უჯრედების მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

– ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან რა უწყობს ხელს მეხსიერების გაუმჯობესებას?

– ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომყავა ყველაზე მეტად ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას, ის მეხსიერებასაც აუმჯობესებს და სტრესსაც ხსნის,მაგრამ ზომიერება არ უნდა დავივიწყოთ – დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება პირიქით, ზიანი მოგვაყენოს. არ არის სასურველი შაქრიანი ყავის სმაც, რადგან შაქარი სისხლძარღვებში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია შოკოლადი, რომელიც მეხსიერებას და მასალის ათვისების უნარს აძლიერებს, ოღონდ, ეს ნამდვილი, მწარე შოკოლადი უნდა იყოს.

აუცილებლად უნდა შევეხოთ სელენს – ამ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს: მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ყველა, ვისაც სელენის დეფიციტი აქვს, ალც-ჰაიმერის, გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფება. სელენის შემცველი საკვები მეხსიერებას და ინტელექტს აუმჯობესებს, ხოლო ამ მიკროელემენტის დეფიციტი ურთულეს დაავადებებს იწვევს, რომელიც ადამიანის მეხსიერებას და აზროვნებას თანდათან ანადგურებს. სელენი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას და კარგ განწყობას. ის გვხდება ნიგოზში, კიბორჩხალასა და ხამანწკებში, ფრინველის ხორცში, მას საკმაო რაოდენობით შეიცავს კვერცხი, ყველი, იოგურტი, კარტოფილი, ბურღულეული და ა.შ…

– კიდევ რომელი პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს?

– შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამმეხსიერებისთვის საუკეთესოა სიმინდი, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ასევე, ძალიან კარგიაღივი, რადგან ის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს და მეხსიერებას აძლიერებს. ასევე კვერცხი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ხაჭო, რძე და რძის პროდუქტები. ასევე, ყველი, საქონლის ხორცი, ღვიძლი.

D ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ვირთევზას ღვიძლი, მარცვლოვანი ხიზილალა, ნაღების კარაქი, კვერცხი, არაჟანი, ნაღები, თევზი და ა.შ…

– რას ეტყოდით ვეგანებს და ვეგეტარიანელებს, ან მათ, ვინც დიეტის დაცვის მიზნით, ცხიმიან საკვებს ერიდება?

– იმ ხალხს, ვინც ხორცს და ცხიმიან საკვებს არ იღებს, ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობა უვითარდება, მათ შორისაა A ვიტამინი, რომელიც ცენტრალურ-ნერვული სისტემის მუშაობას უწყობს ხელს. თუ ძალიან ცხიმიანი საკვების მიღება არ გსურთ, საშუალო ცხიმიანობის ხორცი უნდა შეიძინოთ. ძალიან სასარგებლოა ღორის ხორცი და ლორი, რომელზეც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, ქოლესტერინის რაოდენობას ზრდისო… ახლა კი, გამოირკვა, რომ ღორის ქონში არის ცხიმოვანი მჟავა ოლეინი, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. ასე რომ, ცხიმის მიღებაც აუცილებელია, ოღონდ, ზომიერად.

– რა რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა ძალიან სასარგებლო ნივთიერება ომეგა 3?

– ომეგა-3 ისევე სასარგებლოა, როგორც ომეგა-6, ან ომეგა- 9. ეს ნივთიერება განსაკუთრებულ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის პრეპარატის სახით მიიღოთ, შეიძლება უბრალოდ, ისეთი საკვები მიირთვათ, რომელიც ომეგა 3-ს შეიცავს, კერძოდ: სელის ზეთი, ნიგოზი, სოიას და ზეითუნის ზეთი, ასევე – ბროკოლი. რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, ომეგა 3-ს ყველაზე დიდი რაოდენობით, თევზეული შეიცავს, კერძოდ: ქაშაყი, ორაგული, კალმახი, ვირთევზა, ასევე – ხამანწკები და კიბორჩხალები.

– კიდევ რომელი პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს?

– შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მეხსიერებისთვის საუკეთესოა სიმინდი, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ასევე, ძალიან კარგია ღივი, რადგან ის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს და მეხსიერებას აძლიერებს. ძველად, ჯეჯილს რომ დათესავდნენ და გაღივდებოდა, ამ ღივს გამოაშრობდნენ და მისგან ფხვნილს ამზადებდნენ. მიღებულ ფხვნილს საკვებს მოაყრიდნენ და ისე ჭამდნენ. ამის გაკეთება ყოველთვის სასურველია. ძალიან კარგია ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, რომელიც არა მარტო ვირუსებისგან გვიცავს, არამედ მეხსიერებასაც აუმჯობესებს. ამიტომ, მას კერძებსა და სალათებში ჩაახეხავენ ხოლმე. არანაკლებ სასარგებლოა ჯანჯაფილის ჩაი, მაგრამ მარტო მცენარეული საკვები ვერ გვიშველის, ცხოველური პროდუქტი იმიტომ არის აუცილებელი, რომ ის ბიოლოგიურად სრულფასოვან ცილას შეიცავს. სულაც არ არის საჭირო დიდი რაოდენობა:

მოზრდილმა ადამიანმა, ყოველდღიურად, 170 გრამი ხორცი უნდა მიიღოს, ხოლო მოზარდმა – 50-60 გრამი, რადგან ცილა სამშენებლო მასალაა ორგანიზმისთვის.

– დავუშვათ, მშობლებს არა აქვთ საშუალება, რომ ხორცი შეიძინონ, ამ შემთხვევაში რა უნდა იღონონ?

– მაშინ, მოზარდის რაციონი კვერცხით უნდა შეავსონ, რომელიც უნიკალური საკვებია: ის აუცილებელ ცილის ნორმას და ამინომჟავებს შეიცავს. კარგა ხანს კვერცხზეც ამბობდნენ, დიდი რაოდენობით ქოლესტერინი აქვსო, მაგრამ ეს არასწორია: ერთი კვერცხი ყოველდღე უნდა მივიღოთ. მართალია, კვერცხში ქოლესტერინი საკმაოდ მაღალია, მაგრამ 7-ჯერ მეტია ლეციტინი, რომელიც ამ უკანასკნელს აბათილებს. მოზარდებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან კარგია კარაქი. ქოლესტერინის მომატებას მასაც “აბრალებენ”, მაგრამ კარაქი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 20-25 გრამი ნამდვილი, სუფთა კარაქი უნდა მიიღოს – ეს ბევრი სულაც არ არის – პურზე ერთი გადასმაა.

თუ ჩვენი მკითხველი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებს, ნერვულ სისტემასაც მოიწესრიგებს და მეხსიერების პრობლემა ადრეულ ასაკში აღარ შეაწუხებს.

წყარო: კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„დროა გასუფთავდეს ქუჩა!… ვინც დასაჭერია დაიჭირე!“ – ვრცელდება ლალი მოროშკინას მიმართვა

Next Post

სასაფლაოს მიმდებარედ ახალგაზრდის დასახიჩრებული სხეული იპოვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?

Next Post
სასაფლაოს მიმდებარედ ახალგაზრდის დასახიჩრებული სხეული იპოვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?

სასაფლაოს მიმდებარედ ახალგაზრდის დასახიჩრებული სხეული იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In