ანსამბლი „მძლევარი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ანსამბლ „მძლევარისთვის“ დიდი ტკივილია მისი აღზრდილი არჩილ დოლიძის გარდაცვალება. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, არჩილ!“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
„რა ტრაგედიაა… საოცარი ბიჭი იყო“, „ღმერთო, გაძლება მიეცი მის მშობლებს“, „უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული ვაჟკაცო“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.



