მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ახლახან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მას ულამაზესი წითელი კაბა აცვია და მართლაც რომ შეუდარებლად გამოიყურება.
ფოტოებს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს, სადაც მომღერალს სტილს და სილამაზეს უწონებენ. „უხ, რა ლამაზი ხარ, ადამიანო“, „მართლაც რომ ულამაზესო“, „ბრწყინავ და ბრჭყვიალებ, ჩემო ულამაზეს-უსაყვარლესო სოფო!!!“, „დაბრუნებას გილოცავ, ჩემო ლამაზო“ – წერენ ფოტოებზე მომღერლის თაყვანისმცემლები.
ათასობით კომენტარს შორის ერთ-ერთი კომენტარი სოფოს პირად ცხოვრებასაც ეხება, სადაც გულშემატკივარი წერს: „რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში??? რომელსაც თავად ნიჟარაძე სიცილით პასუხობს.
- ვინ არის ლიზა იასკო?
30 წლის პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” წევრია. არის ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი.
მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. 2014 წლის იანვარში, მაიდნის დროს დაუკრა კიევში, გრუშევსკის მოედანზე მოწყობილ ბარიკადებზე.
„რადის” დეპუტატი იგი 2019 წლის აგვისტოში გახდა. 2019 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, თავმჯდომარეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ვერხოვნა რადის” მუდმივ დელეგაციას.
2020 წლის ოქტომბერში, სხვა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად, აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს.
„სიყვარული და საკუთარი სახელმწიფოსთვის ბრძოლა – ღირსეული საქმეა. მე მხარს ვუჭერს მის ბრძოლას“, – მიმართა სააკაშვილის დაკავების შემდეგ ლიზა იასკომ უკრაინის ხელისუფლებას, ევროკავშირსა და აშშ-ს და სთხოვა დაიცვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“, – დაწერა ისაკომ თავის ფეისბუკგვერდზე, სადაც 46 ათასი გამომწერი ჰყავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…