• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, November 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა შეიძლება მოჰყვეს მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანის ნივთის ჩაყოლებას

by inew
16 November 2025
in საზოგადოება
0
რა შეიძლება მოჰყვეს მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანის ნივთის ჩაყოლებას
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

არსებობს კავშირი იმიერ ქვეყანასთან, რომლის შესახებაც შესაძლოა, არც კი იცოდეთ. გაგონილი გექნებათ: ნამდვილად დაწყევლილი არიან, უბედურება არ გამოელიათ ოჯახშიო. ამის მიზეზი კი შეიძლება „ნეკროზული ბმა“ იყოს, რომელიც გარდაცვლილსა და ცოცხალ ადამიანს – ამიერ და იმიერ სამყაროს შორის ძლიერი ენერგიის გაჟონვის დროს მყარდება, რაც ფიზიკურ დონეზე სერიოზულ დაავადებებსა და დიდ უსიამოვნებებს იწვევს. რა არის „ნეკროზული ბმა”; რა სიტუაციაში იჩენს ის თავს ამ თემაზე ეზოთერიკოსი თბილისელებთან საუბრობს:

– ცხოვრებაში თუ გქონიათ შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, მთელ ოჯახს თითქოს რაღაც წყევლა ადევს, ჯადო აქვს გაკეთებული, ისე მიჰყვება ტრაგიკული მოვლენები ერთმანეთსო? მაგალითად, ერთ ოჯახში ჯერ ქალიშვილი გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში კი – დედა. ანდა მოულოდნელად, გულის შეტევით ქმარი გარდაიცვალა, ერთ წელიწადში კი, ონკოლოგიური დაავადებით, ცოლიც მის კვალს გაჰყვა, თუმცა მანამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ალბათ იტყვით: რა გასაკვირია, საყვარელი ადამიანის სიკვდილი ისეთი სტრესია, ნებისმიერი დაავადების პროვოცირება შეუძლიაო… ეს სიმართლეა, მაგრამ არის შემთხვევები, რის ახსნაც მედიცინას არ ძალუძს – როდესაც ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ხმება, მიუხედავად იმისა, რომ ახლად გარდაცვლილი ნათესავის მიმართ მას არანაირი მიჯაჭვულობა არ უგრძნია.

– ამის მაგალითები მართლაც ბევრია…

– ერთ საოცარ ამბავს გიამბობთ. 90-ს გადაცილებული, მძიმე ავადმყოფი ქალი რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ახლობლებიც შეეგუვნენ, რომ მალე მათგან წავიდოდა… ასეც მოხდა, ბებიამ ძილში მშვიდად დატოვა ეს სამყარო. მისმა, უკვე საკმაოდ ასაკოვანმა ქალიშვილმა კი, ოქროს ჯვარი ჩამოხსნა და თავის შვილიშვილს, მოზარდ გოგონას გადასცა. თან, აცრემლებულმა დააყოლა: დედას ისე უნდოდა, შენი ყოფილიყო, დაე, ამ ჯვარმა დაგიცვასო. თუმცა ბებოს მსგავსი არაფერი ნდომებია. 10 წლის წინ გარდაცვლილი, საყვარელი ვაჟის ნაჩუქარი ჯვარი ძალიან ძვირფასი იყო მისთვის და სიცოცხლის ბოლომდე არც მოუშორებია. თან, სულ შვილთან შეხვედრას ნატრობდა რის, გამოც ჩავარდა კიდეც ლოგინად. ცალკე არც შვილიშვილს სურდა ასეთი „მემკვიდრეობის” მიღება, მაგრამ დაინახა რა, ბებია როგორ განიცდიდა დედის გარდაცვალებას, აღარ შეკამათებია. ჯვარი გამოართვა და ყუთში შეინახა. სულ რამდენიმე დღეში კი, გოგონას კოშმარები დაეწყო. ყოველ დილით დაქანცული იღვიძებდა, ძლიერ სისუსტეს გრძნობდა, თავი სტკიოდა. უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა დაიწყო, სამეცადინო დაუგროვდა და მეგობრებსაც იშვიათად ხვდებოდა. თითქოს ერთბაშად გაუქრა ახალგაზრდული ხალისი. გოგონას მშობლებმა განგაში ატეხეს და, საბედნიეროდ, დროულად დაადგინეს დაავადების მიზეზი. ბებიის პროტესტის მიუხედავად, ჯვარი პატრონს „დაუბრუნეს”. ახლობლებმა ის სასაფლაოზე, მიწაში იმ ადგილას ჩამარხეს, სადაც ბებიამ მარადიული განსასვენებელი ჰპოვა. ეს გახლავთ „ნეკროზული ბმა” – კავშირი ცოცხალ ადამიანსა და იმიერ სამყაროს შორის, რა დროსაც ენერგიის ძლიერი გაჟონვა ხდება, რაც ფიზიკურ დონეზე სერიოზული დაავადებებითა და დიდი უსიამოვნებებით ვლინდება.

READ  ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება

– რა სიტუაციებს უნდა მოვერიდოთ, რომ „ნეკროზული ბმა“ არ მოხდეს?

– უპირველესად, არ გაატანოთ თქვენი ნივთები მიცვალებულს. დაკრძალვის ორგანიზება არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო საქმე. მწუხარებასა და გლოვას შეცდომაც ბევრი მოსდევს. დაბნეულობისა და დაუდევრობის გამო შეიძლება მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანის ნივთიც კი მიიტანოთ მორგში. მაგალითად, მამა გარდაიცვალა და დაკრძალვისთვის შვილის პერანგი გაამზადეს. ამით შვილი ძლიერ „ნეკროზულ ბმაში“ შედის მიცვალებულთან, რასაც შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს. ასევე, ნუ მიიღებთ გარდაცვლილის ნივთებს. საგვარეულო სამკაულები მესაკუთრის სიცოცხლეშივე უნდა გადაეცეს მემკვიდრეს, ან – იმ შემთხვევაში, თუ დაიბარა, რომ ნივთები მისი გარდაცვალების შემდეგ მიეკუთვნებოდა კონკრეტულ პიროვნებას. თუმცა სიკვდილის დროს ნივთები პატრონისგან ცალკე უნდა ინახებოდეს, რათა უარყოფითი ენერგია მასზე არ გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხალ ადამიანს, რომელსაც მიცვალებულის ნივთი ერგო, შეიძლება გაუჩნდეს „ნეკროზული ბმა“, როგორც ეს გოგონასა და ბებიის ამბავში იყო აღწერილი. ხშირად მომაკვდავის წინაშე პირობას დებენ, რა დროსაც გაითვალისწინეთ: ისეთ რამეს ნუ დაჰპირდებით, რომელსაც ვერასდროს შეასრულებთ. ტყუილად კი არ არის, ნათქვამი: ადამიანის უკანასკნელი სურვილი კანონიაო. მაშინაც კი, თუ მომაკვდავის ნების აღსრულება გსურთ, მისდამი თანაგრძნობისა და პატივისცემის გამო, ისეთ რამეს ნუ დაჰპირდებით, რასაც შემდეგ არ შეასრულებთ. ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, გინდათ ეს თქვენ თუ არა. რადგან მიცემული დაპირებით, თქვენ ძლიერ ენერგეტიკულ კავშირს ქმნით გარდაცვლილთან.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

რა არის საგვარეულო წყევლა და როგორ მოქმედებს ის შთამომავლობაზე

Next Post

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In