ვრცელდება კადრები, რომელიც აზერბაიჯანის ავიახაზების ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო. აღსანიშნავია, რომ კადრები თვითმფრინავის იმ ნაწილშია გადაღებული, რომელიც აფეთქებამდე საჰაერო ხომალდის წინა ნაწილს მოსწყდა და ჩამოვარდნისას არ აფეთებულა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ლოცულობენ ადამიანები.
ავიაკატასტროფა დღეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში მოხდა. აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 გადარჩა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა.