დანიურმა საფინანსო-ტექნოლოგიურმა კომპანიამ Saxo Bank 2022 წლის არაოფიციალური „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“ გამოაქვეყნა, რომელშიც ძირითადად ნაკლებად სავარაუდო მოვლენებია შეტანილი.
ორგანიზაციის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ამ სავარაუდო მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ბაზრებზე.
მაშ ასე, ბანკის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წელს ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები დაბრუნდება, დაიწყება ახალი კოსმოსური რბოლა და ცივი ომი, აშშ-ში ინფლაცია 15%-ს მიაღწევს, ხოლო ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წლით გაიზრდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ლიდერები ინფლაციის ზეწოლისა და სოციალური მღელვარებების რისკის გამო უარს იტყვიან კლიმატურ დღის წესრიგზე და გააუქმებენ საინვესტიციო ბარიერებს – 5 წლით ნავთობის, ხოლო 10 წლით გაზის მოპოვებაზე. შედეგად, ნავთობი და გაზი 50%-ით გაძვირდება.
Saxo Bank-ში ვარაუდობენ, რომ 2023 წლის დასაწყისისთვის აშშ-ში, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინფლაცია 15%-ს მიაღწევს.
ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ძლევამოსილი შეიარაღების მქონე ქვეყნები ჰიპერბგერითი იარაღის წარმოებაზე გადავლენ.
ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ბიომედიცინაში, რაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას პერსპექტივაში 25 წლით გაზრდის.
თუმცა ეს ძალიან დიდ ფინანსურ და ეთიკურ პრობლემებსაც შექმნის: ჰუმანური იქნება თუ არა, რომ ეს „კოქტეილი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს?
შეგახსენებთ, რომ გასული წლების ზოგიერთი „შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება“ ახდა. მაგალითად დონალდ ტრამპმა ვერ მოახერხა არჩევნებში გამარჯვება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..