• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, June 29, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„როგორც გაირკვა ამის გამო რძალი დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა..”

by inew
9 December 2022
in საზოგადოება
0
„როგორც გაირკვა ამის გამო რძალი დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა..”
0
SHARES
786
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“იყო შემთხვევა, სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო”

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სიცრუის დეტექტორით დასაბუთებულ-გამოკვეთილი ტყუილ-მართალი მტკიცებულებად არ ითვლება.

მიუხედავად ამისა, სიცრუის დეტექციის ცენტრი, რომელიც სწორედ ამ მეთოდით მოიპოვებს ინფორმაციას, სულაც არ უჩივის მომხმარებლის სიმცირეს. რა სახის დახმარებისთვის მიმართავენ ცენტრს და რატომ არის მათთვის ინფორმაციის სიცრუის დეტექტორზე გადამოწმება საიმედო, ამაზე კომპანიის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

ნინო ბერელაშვილი, სიცრუის დეტექციის ცენტრის თანადამფუძნებელი: – სიცრუის დეტექტორი ძალიან მგრძნობიარე აპარატია, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით. მისი მეშვეობით პოლიგრაფოლოგს უპრობლემოდ შეუძლია დაადგინოს განსაზღვრულ გამღიზიანებელზე ადამიანის სპეციფიკური რეაქცია, რასაც ჩვენ მარტივად, “ტყუილს” ვეძახით.

მომსახურება კონფიდენციალურია. ჩვენი მომხმარებლები უმეტესწილად არიან კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს ამოწმებენ – ვისაც ფულთან აქვს შეხება და პირები, რომლებიც კომერციულ ან სხვა საიდუმლოებებს ფლობენ.

მოგვმართავენ ოჯახები ძიძების შესამოწმებლად და ა.შ.

ბევრი უცნაურობა გვინახავს. ერთხელ დედამთილმა რძალი მოიყვანა, მას ჯადოქრობას აბრალებდა. ვინაიდან ტესტირება ნებაყოფლობითია, რძალს გავაცანით პირობა და დათანხმდა, ოღონდ დედამთილი დავამშვიდოო. თავიდან არასერიოზულად მივუდექით ამ შეკვეთას, კითხვებზეც ბევრი ვიცინეთ (კითხვებს დამკვეთი გვაწვდის საკითხების სახით, რომელსაც შემდეგ ჩვენ ვადგენთ მეთოდიკის მიხედვით).

დედამთილს აინტერესებდა, ჩაუსხა თუ არა რძალმა საჭმელში ძაღლის სისხლი, წაუსვა თუ არა მგლის ქონი და წამოიღო თუ არა სასაფლაოდან ის ლურსმანი, საწოლის ქვეშ რომ იპოვა. შედეგმა გაგვაოგნა – დედამთილის ეჭვი გამართლდა, მეტიც, თავიდან შედეგებს არ დავუჯერეთ და მეორედ გადავამოწმეთ რძალი.

კატეგორიულად დაუშვებელია სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მტკიცებულებად გამოყენება, ამიტომ დამკვეთი მხოლოდ ინფორმაციას სჯერდება. დედამთილმა გვითხრა, ამის დასჯა კი არ მსურდა, გიჟად გამოვყავდი და სიმართლის დამტკიცება მინდოდაო. მოგვიანებით ოჯახმა გვაცნობა, რომ წაუსწრიათ რძლისთვის, როცა დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა.

პაატა ხვედელიძე, სიცრუის დეტექციის ცენტრის თანადამფუძნებელი, პოლიგრაფოლოგი: – მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებისას ობიექტური იყო, ამიტომ ჩვენს საქმიანობას ემოციებით არ ვუდგებით.

ეს მნიშვნელოვანია ტესტირების ტექნიკური გამართულობისთვისაც, ამიტომ ტესტირებისწინა გასაუბრებას ერთი პოლიგრაფოლოგი ატარებს, ტესტირებას – მეორე.

ჩვენთან ძირითადად მოდიან ისეთები, ვისაც ცხოვრება დაენგრა და სიმართლის გარკვევის მიზანი არა შურისძიება, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებაა. ღალატის მსხვერპლს მეუღლე იმიტომ კი არ მოჰყავს, ღალატი რომ აღკვეთოს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის აუტანელია მუდმივად ტყუილში ცხოვრება. თუმცა იყო შემთხვევა, მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო.

– ფილმებში გვინახავს, როგორ ასწავლიან გამოცდილ აგენტებს ამ აპარატის მოტყუებას.

– შესაძლებელია გამოუცდელი პოლიგრაფოლოგის მოტყუება, მაგრამ ვერ მოატყუებთ პოლიგრაფს! ის მეთოდები, რაც აფიშირებულია ინტერნეტში, თანამედროვე პოლიგრაფზე არ მოქმედებს! თუ ტესტირების ობიექტი ერთდროულად გააკონტროლებს გულისცემას, არტერიულ წნევას, სისხლში ადრენალინის დონეს, სუნთქვის სიხშირეს დიაფრაგმის ზევით და ქვევით, კანის ელექტროგამტარობას, ტვინის სისხლით მომარაგების მექანიზმს და ამასთან, ეცოდინება კონკრეტულად მისთვის შედგენილი კითხვარის საკონტროლო კითხვების ფორმულა, მაშინ შეიძლება შეძლოს.

– მიუხედავად ამისა, ალბათ, ბევრი თავის გამართლების მიზნით, იტყვის, ეს ტყუილია და კანონმდებლობაც იმიტომ არ აღიარებსო.

– ცოტა ხნის წინ ჩვენი კანონმდებლობა არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ცნობდა, რაც დასავლეთის დემოკრატიის ერთ-ერთ მონაპოვრად ითვლება, ასე რომ, ეს სიახლეც ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს.

– რომელ ქვეყანაში იყენებენ ამ მეთოდს?

– ისრაელში, რუსეთში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში… ისრაელში წელიწადში ორჯერ ატარებენ სამხედროებს პოლიგრაფზე. რუსეთში სამსახურს, ფაქტობრივად, ვერ დაიწყებ, თუკი პოლიგრაფის ტესტი გავლილი არა გაქვს.

გთხოვთ მოიწონეთ და გაზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„განქორწინების შემდეგ ვაჟს ქმარს დავუტოვებ – მინდა ცხოვრება გავუმწარო იმის გამო რაც გააკეთა” – ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

Next Post

21 წლის გოგონამ, რომელსაც საკუთარი გარეგნობის გამო ძალიან ამცირებდნენ, წლების შემდეგ შური წარმოუდგენელი მეთოდით იძია

Next Post
21 წლის გოგონამ, რომელსაც საკუთარი გარეგნობის გამო ძალიან ამცირებდნენ, წლების შემდეგ შური წარმოუდგენელი მეთოდით იძია

21 წლის გოგონამ, რომელსაც საკუთარი გარეგნობის გამო ძალიან ამცირებდნენ, წლების შემდეგ შური წარმოუდგენელი მეთოდით იძია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In