მსახიობი, თათული ედიშერაშვილი „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს და მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რომელიც ცეკვის ამსახველ კადრებს მოჰყვა.
საუბარია ერთ – ერთ წვეულებაზე გადაღებულ ცეკვის ვიდეოზე, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მსახიობმა კრიტიკა დაიმსახურა:
„ბევრი მოვითმინე და გავატარე მაგრამ აღარ დამთავრდა! ქუჩაში ცეკვა პატრიოტიზმია და დაბადების დღეზე ცეკვა სამშობლოს ღალატი ყოფილა.
ვერ იტანენ კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანებს.
მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი.
როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?!“ – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.