• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 26, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ გაგრძელდა ,,თვითმფრინავის ბიჭების” ამბის მონაწილეთინა ფეტვიაშვილის ისტორია – სად ცხოვრობს და ვინ არის მისი მეუღლე

by inew
3 October 2025
in საზოგადოება
0
როგორ გაგრძელდა ,,თვითმფრინავის ბიჭების” ამბის მონაწილეთინა ფეტვიაშვილის ისტორია  – სად ცხოვრობს და ვინ არის მისი მეუღლე
0
SHARES
2.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება სცადა. გამტაცებლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, ხოლო დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.

გადარჩენილ  გამტაცებლებს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯათ. სიკვდილს მხოლოდ თინა ფეტვიაშვილი გადაურჩა – მას სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამი თვის ორსულს მუცელი ციხეში მოუშალეს. საბოლოდ, საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ გაათავისუფლა.

“თინიკო რომ  მოიყვანეს, ერთი ამბავი ატყდა კოლონიაში. ვიცოდი თვითმფრინავის ბიჭების ამბავი, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობდი, არც თინიკოს. გულიკომ ჩამაბარა მისი თავი და უნდა მიმეხედა. იცით, როგორი გოგო იყო? საოცრად ლამაზი, ძლიერი, თუმც ძალზე სევდიანი. ახალი შემოსული იყო კოლონიაში და სწორედ მაშინ გაუშვეს ტელევიზიით გადაცემა თვითმფრინავის ბიჭებზე.

დიდი სასადილო გვქონდა. იქ დადგეს ტელევიზორი და მთელმა კოლონიამ უყურა იმ გადაცემას. მე და დალი ხოდაშნელაშვილმა შუაში ჩავისვით თინიკო, რომ არავის არაფერი დაეშავებინა.  მერე აქეთ-იქიდან გავუკეთეთ ხელკავი და შევიყვანეთ საძილე ყაზარმაში. სანამ არ დაიძინა, არ მოვცილებივართ.

გვეშინოდა, რუსი მაწანწალები გოგონას თავს არ დასხმოდნენ. რამდენიმე დღე, სანამ ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა, ასე ვპატრონობდით. პორტრეტებს ხატავდა, წითელ კუთხეს და კედლის გაზეთს აფორმებდა და ამით კლავდა დროს. ძალიან ერიდებოდა თვითმფრინავის ამბავზე ლაპარაკს და არც ჩვენ ჩავძიებივართ” – იხსენებდა ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი ლუიზა შაკიაშვილი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ თინა ფეტვიაშვილი მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე მსახიობ სოსო ლაღიძის შვილი, გიორგი ლაღიძეა.

“გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა. გიორგიმ ძალიან იწვალა – თავიდან ბოლომდე გასინჯეს. ახლა ნიქოზიაში ცხოვრობენ, 18 წლის ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა. სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე. ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად. გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს. თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან.

გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს. ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად მივიღე რძალი.

რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა. გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის. პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან” – ამბობდა სოსო ლაღიძე.

დღეს თინა ფეტვიაშვილი ოჯახთან ერთად საქართველოსდან შორს აგრძელებს ცხოვრებას. ერიდება კამერებს და იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს. მის თვალებში კი ამდენი წლის შემდეგაც ამოიკითხავთ წარსულის ტრგედიასა და დარდს.

 

 

 

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

13 წლისა გავთხოვდი; პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა, 40 წლისას აღარც შვილები მყავდა და აღარც ქმარი” – მსახიობ ნინო ხომასურიძის ტრაგიკული ისტორია

Next Post

დიდი შანსი მამარდას! – რამდენ მატჩს და ვის წინააღმდეგ ჩაატარებს ქართველი მეკარე ლივერპულში, სანამ ალისონ ბეკერი იუქმებს?

Next Post
დიდი შანსი მამარდას! – რამდენ მატჩს და ვის წინააღმდეგ ჩაატარებს ქართველი მეკარე ლივერპულში, სანამ ალისონ ბეკერი იუქმებს?

დიდი შანსი მამარდას! - რამდენ მატჩს და ვის წინააღმდეგ ჩაატარებს ქართველი მეკარე ლივერპულში, სანამ ალისონ ბეკერი იუქმებს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.