როგორ გადაარჩინა წმინდა გიორგის ძალამ 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 7 წლის ბავშვი.. – მამდვილი ამბავი
ბორჯომის რაიონი სოფ. დაბა (XIV სკ) სასწაულმოქმედი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია . ვეცდები მოგიყვეთ ერთ-ერთი სასწაული რომელსაც მეც შევესწარი ბავშვობაში.
ეკლესია კლდეშია აგებული, ამ კლდეს რომ გავუყვეთ ვიწრო და საშიში ბილიკია, ასევე გამოქვაბულებიცაა რომლის ზემოთ და ქვემოთ არსებული კლდის მთლიანი სიმაღლე დაახლოებით 200მ-ია, საიდანაც 7წლის ბავშვი გადმოვარდა !
მამა-შვილი სოფ. ტბიდან სოფ. დაბაში ფეხით მოდიოდა, ბავშმა უთხრა მამას :
-მე მოკლე გზა ვიცი, ამ გზით წავალ და მალე შეგხვდები.
ბავშვი გაიქცა ფეხი აუცდა კლდიდან გადმოვარდა და ბუჩქს მოეჭიდა დაახლოებით 200მ სიმაღლეზე (იმ კლდეზე სადაც ეკლესია მდებარეობდა )
ბავშვი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ეკლესიის დაბლა მდელოა, სადაც ბაღებია, სწორედ იმ ბაღში ფუსფუსებდნენ ჩემი ბებო და პაპა, მეც მათთან ერთად ვიყავი . ბებიამ დაუძახა რა გქვია? იქიდან ისმოდა ხმა
-მიშიკო მქვია, მიშველეთ!
სასწრაფოდ გავიქეცით მოსახლეობას რომ გაეგო, დაახლოებით საათნახევარი იყო ბავშვი იმ ბუჩქზე ჩაოკიდებული .
სანამ მოსახლეობა მობილიზდა, თოკები გადააბეს ერთმანეთს და წავიდნენ ბავშვის გადასარჩენად, საკმაოდ მიუვალი ადგილი იყო თოკო არ მისწვდა, კაცებმა მაშინვე ქამრები მოიხსნეს გადააბეს თოკს და გადაარჩინეს .
ბავშვი ჩამოიყვანეს, მახსოვს მამამისს ფერი არ ედო ისეთი გაფითრებული იყო შიშისგან, ხალხი ბავშვს შემოეხვია ბავშმა კი თქვა:
-საერთოდ არ მტკივა ხელები, თითქოს ვიღაცას ვეჭირე ზემოდან .
გადმოატრიალა თეთრი ხელის გულები პატარამ, მას სიწითლეც კი არ ჰქონია. იღიმებოდა, მისი ხელები ყველამ ვნახეთ მივხვდით, რომ ქრისტესმიერი წმ. გიორგის კიდევ ერთი სასწაული იყო .
ალბათ ზოგი არ დაიჯერებთ თუცა ეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ბევრი რამ რ, აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ სტატიაში .
უფალი გფარავდეთ ყველას .
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია…