ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 22 წლის ძიძა ალექსის ჰანმა ჩარლსტონის სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო თავდასხმასა და ცემაში.
ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა ეს ქალი თავიანთი შვილის – 7 თვის ფინის ძიძად შარშან აიყვანეს. როგორც ახლა ჰყვებიან, გასაუბრებაზე ჰანმა თავი ისე უჩვენათ, რომ არც მის კომპეტენციაში შეპარვიათ ეჭვი და არც იმაში, რომ ბავშვები უყვარდა.
“ვიგრძენით, რომ ალექსისი შესაფერისი ვარიანტი იყო და ბავშვები უყვარდა”, – ამბობს ბენჯამინ ჯორდანი.
თუმცა ეს რწმენა დიდხანს არ გაგრძელებულა. ხუთ თვეში მას მერე,
რაც ალექსისმა მუშაობა დაიწყო, ცოლ-ქმარმა
შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მოდიოდა. “ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი დაბმაც კი მოგვიწია, რომ არ დაეკბინა”, – ჰყვება ჰოუპი.
ცხოველის ასეთი უცნაური ქცევა რომ აეხსნათ, მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიძისთვის თვალყური ედევნებინათ. ჰოუპის ინიციატივით, დივნის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რომ ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა.
“ყველაფერი დაიწყო ჩხუბითა და ლანძღვით. მერე სილის გაწვნის ხმა გავიგეთ, ამას მოჰყვა ჩვენი პატარის ტირილი, რომელიც თანდათან საშინელ ქვითინში გადაიზარდა… მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით”, – ამბობენ ჯორდანები.
პოლიციამ ალექსისი დააპატიმრა და მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ახლა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დასჯის სახით მას ასევე შეიყვანენ სოციალურ რეესტრში არსებულ სიაში, სადაც ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში მხილებულნი ჰყავთ აღრიცხული. ამიერიდან ის ვერასოდეს იმუშავებს ძიძად.
“ძაღლს რომ არ ენიშნებინა, რა ხდებოდა სახლში, ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს”, – ამბობს ოჯახის უფროსი.
ისინი მართლებიც არიან, რადგან საკმაოდ ბევრი შემთხვევა არსებობს იმისა, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ძიძებად აყვანილი ქალბატონები ბავშვებს და სამწუხაროდ, არაერთი ფაქტი ბავშვების სიკვდილითაც დასრულდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..