ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი ანა 28 წლისაა – განათლებული, წარმატებული ბიზნეს-ლედი მსხვილი კომპანიის მთავარი მენეჯერია და მარტო ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში.
ანას მონათხრობი:” ტუალეტში უნიტაზის ჩასარეცხმა ავზმა მუშაობა შეწყვიტა. ბევრი ვეწვალე, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. ავზმა წყლის ჩაშვებაზე საბოლოოდ თქვა უარი. გადავწყვიტე სანტექნიკოსი გამომეძახებინა.
ინტერნეტში მოვძებნე სერვისის ტელეფონის ნომერი და ვიზიტის დროზე შევუთანხმდი. მითხრეს, რომ ხელოსანი ჩემ ბინაში ორ საათში გამოცხადდებოდა. დავჯექი დივანზე და დავიწყე ლოდინი. ნახევარი საათის შემდეგ კარებზე ზარის ხმა გაისმა.
გამეხარდა, რომ ასე ოპერატიულად მუშაობს სანტექნიკოსის გამოძახების სერვისი. კარები გავაღე და ვხედავ: დგას 33-35 წლის საკმაოდ ელეგანტურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ჩემოდნით ხელში.
ის თბილად მომესალმა, მე კი, რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა, სასწრაფოდ შემოვიყვანე ოთახში და ვეუბნები: გაიხადეთ ქურთუკი და წამომყევით ტუალეტში. ვხედავ მის გაფართოებულ თვალებს, მაგრამ არაფრად ვაგდებ, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემმა სილამაზემ დააბრმავა. უსიტყვოდ ვაჩვენებ უნიტაზის გაფუჭებულ ავზს და საქმესთან მარტო ვტოვებ.
მამაკაცი სამუშაოს საკმაოდ მალე მორჩა, ოთახში გამოვიდა და გულითადად გამიღიმა. საუბარს შევყევით და დავასკვენი, რომ საქმე განათლებულ, კულტურულ და სასიამოვნო ადამიანთან მქონდა. მან გასამრჯელოს აღებაზე უარი განაცხადა და სამაგიეროდ მთხოვა:
თუ შეიძლება, კიდევ გესტუმებითო. გულში ვინანე, რომ ასეთ სიმპათიურ, კულტურულ და დახვეწილ მამაკაცს ცოტათი შეუფერებელი პროფესია ჰქონდა, თუმცა ფინჯანი ყავის დასალევად მაინც დავპატიჟე.”
- ახალგაზრდა მამაკაცის ნაამბობი:
” სკოლის მეგობარს, რომელიც წლებია არ მენახა, მოველაპააკე, რომ უახლოეს დღეებში ვესტუმრებოდი. მის ბინაში თითქმის 15 წელია არ ვყოფილვარ, ამიტომ მისამართი ბუნდოვნად მახსოვდა. ვრეკავ ზარს, კარებს ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა მიღებს.
ვიფიქრე, რომ მეგობარმა ცოლი ითხოვა და ჩემთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ. ქალიშვილმა ქურთუკის გახდა მთხოვა, შედეგ კი მომმართა ფრაზით, რომელმაც შოკში ჩამაგდო:- მობრძანდით, ტუალეტი აქეთაა. მე გაშტერებული ვდგავარ, ის კი გაუთავებლდ ტიტინებს გაფუჭებული ავზის შესახებ.
ყველაფერი გასაგებია, მან სანტექნიკოსად ჩამთვალა. მდააა, როგორც ჩანს, კარგად გამოვიყურები.. არაფერს აღარ ვამბობ და გაფუჭებულ ავზს ვაკეთებ. სამუშაოს ანაზღაურებაზე გოგონას უარი ვუთხარი და ვთხოვე, ფინჯანი ყავის დასალევად შემოგივლით-თქო.
სამი დღის შემდეგ ტორტით და ყვავილებით ხელდამშვენებული მივადექი ნაცნობ ბინას. ყავის თანხლებით ჩვენ შორის საკმაოდ სასიამოვნო საუბარი შედგა. დამშვიდობებისას ვუღიმი და იქედნურად ვეკითხები:” როგორაა საქმე, სანტექნიკოსი ჯერ კიდევ არ მოსულა?”
ანას გაფართოებულ თვალებში უზარმაზარი კითხვის ნიშანი მოჩანს. გადავწყვიტე, აღარ ვაწვალო და ღიმილით ვეუბნები: – ისე, სხვათაშორის, მე პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ თქვენ ისე დაჟინებით მთხოვეთ ავზის შეკეთება, რომ უარი ვერ გითხარით.”
P.S. ქორწილი ზუსტად სამი თვის შემდეგ შედგა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია