• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ეხმაურებიან ვენესუელური სერიალების ვარსკვლავები მადუროს დაკავებას?

by inew
6 January 2026
in საზოგადოება
0
როგორ ეხმაურებიან ვენესუელური სერიალების ვარსკვლავები მადუროს დაკავებას?
0
SHARES
766
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ცნობილ ვენესუელელ მსახიობებსაც გამოეხმაურნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველ მაყურებელს პოპულარული სერიალებით ახსოვს.

სერიალ „პრისიონერას“ ვარსკვლავმა გაბრიელა სპანიკმა სოციალურ ქსელ X-ში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მსახიობი წერს, რომ „ვენესუელას თავისუფლების სურვილი პოლიტიკური კუთვნილების საკითხი არ არის და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“.

მისი თქმით, დემოკრატია და ღირსეული ცხოვრება პრივილეგია კი არა, ყველასთვის თანაბარი უფლება უნდა იყოს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კორაიმა ტორესიც, სერიალ „კასანდრას“ ვარსკვლავი, გამოეხმაურა. მან Instagram-ზე რამდენიმე პოსტი გააზიარა:

„არავის სძინავს, ვენესუელა!“

მოგვიანებით მსახიობმა ვენესუელის დროშის ფერებში გაფორმებული გამოსახულება გამოაქვეყნა წარწერით — Venezuela Libre („თავისუფალი ვენესუელა“).

ცნობილი მსახიობების განცხადებები სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს.

ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.

5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

წყარო: პრაიმტაიმი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გოგა მანიას კიდე ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა!

Next Post

ელენა ვარაზი ცნობილი ბლოგერის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავს – ,,ეს პოპულარული პროცედურაა”

Next Post
ელენა ვარაზი ცნობილი ბლოგერის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავს – ,,ეს პოპულარული პროცედურაა”

ელენა ვარაზი ცნობილი ბლოგერის გარდაცვალების მიზეზებს განმარტავს - ,,ეს პოპულარული პროცედურაა"

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.