ერთი შეხედვით, ჯეიკი და ედიტი იდელური შეყვარებული წყვილი იყო, რომელმაც ქორწინებაში ერთად ბედნიერი, 37 წელი გაატარა და ალბათ, კიდევ ნახევარ საუკუნესაც სრულ იდილიაში გაატარებდა, რომ არა მეუღლის მეტისმეტად “ინიციატივიანი” მდივნის დაუოკებელი სურვილი, რაც შეიძლება მოკლე დროში, საკუთარი უფროსის კანონიერი ცოლის ადგილი დაეკავებინა.
ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონას სილამაზით დატყვევებულმა ჯეიკმა ცდუნებას ვერ გაუძლო და საბოლოოდ, საძულველი მეუღლისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა.
მამაკაცმა, როგორც ნამდვილმა ბრიტანელმა, კარგი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც მას გაყრის პროცესის მინიმალური დანაკარგით დასრულებაში დაეხმარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჯეიკმა ყოფილ ცოლს განუცხადა, რომ მას ბარგის გადასატანად და სახლის დასატოვებლად მხოლოდ 3 დღე ჰქონდა.
პირველი ორი დღე ქალმა პირადი ნივთების შეგროვებასა და მათ გადატანას მოანდომა, ხოლო ბოლო, მესამე დღე კი ედიტმა გადაწყვიტა, დრო საკმაოდ პოზიტიურად გაეტარებინა. იმ დროისთვის მას უკვე, შურისძიების ერთი, საკმაოდ უჩვეულო გეგმა არ ასვენებდა.
ედიტმა ახალი ცხოვრების დაწყების აღნიშვნა იდეალური ვახშმით გადაწყვიტა, რომელიც ძვირფასი 1 ღვინის ბოთლისგან, სამეფო კრევეტებისა და ხიზილალისგან შედგებოდა. მორჩენილი დელიკატესები კი მან არათუ გადაყარა, არამედ, პირიქით, საკმაოდ “სასარგებლო” დანიშნულებაც მოუძებნა.
ტრაპეზის შემდეგ, შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა ყოფილმა ცოლმა სახლის ყველა კარნიზი კრევეტის კუდებითა და ხიზილალით მიმოფანტა, რის შემდეგაც მან დარჩენილი “დანაშაულის კვალი” საგანგებოდ გააქრო და სახლი სასწრაფოდ დატოვა.
- უცნაური სუნი
ჯეიკისა და მისი ახალი “ვნების ობიექტის” თანაცხოვრების პირველი დღეები ნამდვილ თაფლობის თვეს ჰგავდა. ისინი მთელ დღეებს ერთმანეთის ალერსში ატარებდნენ და სახლის ყოფილი დიასახლისის არსებობის შესახებაც მალევე დაივიწყეს, თუმცა სახლში აუხსნელი რამ ხდებოდა.
რამდენიმე დღეში ყველა ოთახი აუტანელმა სუნმა მოიცვა, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა.. შექმნილ სიტუაციას ვერც სახლის გენერალურმა დასუფთავებამ, ხალიჩების საგანგებო სითხეში რეცხვამ და ვერც ოთახებში დამონტაჟებულმა, სპეციალურმა ჰაერის გამწმენდმა საშუალებებმა უშველა.
შემზარავი სუნის წყარო აღმოჩენილი მაინც ვერ იქნა. სახლში ვეღარც სტუმარი მიდიოდა და ვერც მომსახურე პერსონალი ჩერდებოდა. შეყვარებული წვილი მალევე მიხვდა რომ ამ “დაწყევლილი” სახლისგან თავი უნდა დაეღწია.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებამაც შედეგი ვერ გამოიღო. პოტენციური მყიდველები სახლში შესვლისთანავე, აუტანელი სუნის გამო მას დაუყონებლივ ტოვებდნენ.
საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ჯეიკის ყოფილი მეუღლეც გამოჩნდა. არსებული სიტუაციით “შეწუხებული” ედიტი მალევე მიხვდა, რომ სახლის უკან დაბრუნების ხელსაყრელი დრო იყო. მან ყოფილ მეუღლეს მომგებიანი გარიგება შესთავაზა, რომლის თანახმადაც, “პრობლემური” სახლი მას ღირებულების 10%-ში დაუბრუნდებოდა.
ერთი საათის განმავლობაში ყველა საჭირო დოკუმენტი ხელმოწერით ედიტის მაგიდაზე ეწყო. მამაკაცი “დაწყევლილი” სახლიდან ისე გაიქცა, ვერც კი მიხვდა, რომ ეს აუტანელი სიმყრალის სუნი – ყოფილი ცოლის მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო.
ჯეიკი ისეთი ძუნწი აღმოჩნდა, რომ 1 კვირის განმავლობაში სახლიდან მთელი ავეჯი და აქსესუარები ისე გაიტანა, რომ ერთი ნივთიც კი არ დატოვა, მათ შორის, არც ავბედითი კარნიზები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია