ნებისმიერ დღესასწაულზე იუბილარს, პატარძალს თუ ნებისმიერი ზეიმის “მიზეზს” ბედნიერებას და ჯანმრთელობას უსურვებენ.
ოღონდ ხშირად ავიწყდებათ, რომ იღბალიც უსურვონ, რომლის გარეშეც შეიძლება ბედნიერებაც ვეღარ იპოვო… აღარაფერს ვამბობთ ფორტუნაზე, რომელიც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.
მოგითხრობთ უჩვეულო ისტორიებს, როდესაც ადამიანების ცხოვრება სრულიად შეცვალა უმნიშვნელო შემთხვევითობამ.
“ორი კვირის წინ ვიქირავე ბინა. ერთხელ გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მომეწყო სპა-დღე და თავიდან ფეხებამდე წავისვი ცისფერი თიხა. უცებ კარის გაღების ხმა გავიგე. ჩემს სახლში შემოვიდა უცხო ადამიანი… შევეფეთე საოცარი აღნაგობისა და შესახედაობის ახალგაზრდა ბიჭს. დავიმალე სამზარეულოში და დანას
- დავავლე ხელი. ბიჭმა გაზის ბალონი
ამოიღო და ჩვენ დავიწყეთ გარკვევა, თუ ვინ და როგორ აღმოჩნდა ამ ბინაში… თურმე ბინა ეკუთვნოდა ამ ბიჭს. მისმა ბებიამ გააქირავა, რათა საყვარელი შვილიშვილისთვის ფული დაეგროვებინა. ხშირად ვიხსენებთ ამ გარჩევებს… იმ ბინაში კი დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ.”
“ჩემს სახლთან ხშირად დადიოდა ერთი უსახლკარო მაწანწალა. ერთხელ მომიახლოვდა და მთხოვა ფული ლატარიის ბილეთის საყიდლად.
მივეცი ფული. გუშინ მოვიდა და ჩემი მიცემული თანხა დამიბრუნა: “ცხოვრების ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნები! შენი მოცემული ფულით ლატარიაში 250 000 მოვიგე! მადლობა!”
ტირილი მომინდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ ასეთი პატარა თანხით ადამიანს დავეხმარე ფეხზე დამდგარიყო”.
“ჩემს სახლთან პატარა სკვერია. მე და ჩემს დას ბავშვობიდან გვიყვარს იქ სეირნობა. სკვერში ერთი მისტიური ადგილია, სადაც ჩვენი მამა შეხვდა დედას, ჩემი და კი – თავის ახლანდელ ქმარს. დღეს ზუსტად ამ ადგილას დამეჯახა ბიჭი. მომობოდიშა და წამომაყენა… მთელი ჩემი ოჯახი ემზადება ქორწილისთვის!”
“რამდენიმ დღის წინ დაიკარგა ჩვენი კატა – ფრედი. ქმარმა თქვა,ალბათ გაიქცა სახლიდან, უკვე დრო მოვიდაო – ის ხომ 13 წლის იყო. ჩვენი 5 წლის შვილი ძალიან განიცდიდა მის გაუჩინარებას. ჩვენ კი ვერ მოვიფიქრეთ, როგორ აგვეხსნა მისთვის რაც მოხდა.
გუშინ ვსეირნობდით პარკში, გონებაში ვაყალიბებდი ტექსტს, როგორ მეთქვა მისთვის სიმართლე. უცებ მესმის ჩემი ბიჭის ხმა: “დედა, ნახე!” ვხედავ,ზუსტად ფრედისნაირი ფერის პატარა კნუტი უჭირავს ხელში და მორბის ჩემსკენ. ახლა ახალი ფრედი ცხოვრობს ჩვენს სახლში. შვილს კი ვუთხარი, რომ ჩვენი მოხუცი ფრედი გაახალგაზრდავდა”.
“ჩემი უფროსი და 5 წელი ხვდებოდა ბიჭს. შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და ჩემი და ცოლად გაჰყვა საშას. ძმა 8 წელი ხვდებოდა გოგონას, შემდეგ დაშორდა და შეხვდა არაჩვეულებრივ გოგოს – საშას. 3 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ახლახან დავშორდით, რის შემდეგაც შევხვდი ბიჭს. აბა, გამოიცანით, რა ჰქვია მას?”
”ქორწილის დღეს შევიტყვე იმის შესახებ, რომ ჩემს საქმროს საყვარელი ჰყავდა. ვერ გავაკონტროლე თავი, ავტირდი და გამოვიქეცი ქორწილიდან. ჩავედი მეტროში და გაურკვეველი მიმართულებით წავედი.
მგზავრები გაკვირვებულები უყურებდნენ საქორწინო კაბაში გამოწყობილ, ატირებულ პატარძალს. მათ გამოეყო ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ალბათ გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვა, ხელში ამიყვანა და ისე გამომიყვანა ვაგონიდან. მადლობელი ვარ ბედის – ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ – ჩემს ახალ ქმართან ერთად”.
“10 წლამდე ვცხოვრობდი ტაშკენტში. დედა და დეიდა მიყვებოდნენ, როგორ ვმეგობრობდი დაშასთან და თან შევპირებულვარ, რომ ცოლად მოვიყვანდი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით.
ახლახანს გავიცანი გოგო. დავმეგობრდით. მალევე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ერთხელ მან მომიყვა, რომ როდესაც პატარა იყო, ტაშკენტში ცხოვრობდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ იგი სწორედ ის დაშა იყო, რომელიც ბაღში მიყვარდა. მალე ქორწილი გვექნება. ამას ჰქვია – კაცური სიტყვა შეასრულაო!”
“დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საავადმყოფოში ვიწექით. მე სულ დედსთან ერთად ვიყავი. სახლში გვყავდა კატა, რომელიც მარტო იყო. დედა დარდობდა მასზე და ამიტომ ექიმისგან ნებართვა ავიღე და მოვიყვანე პალატაში.
პირველივე დღეს კატა დააწვა დედას და ასე ეძინა მთელი ღამე. დილით ვნახეთ, რომ ცოცხალი აღარ იყო.
მეორე დღეს, როდესაც ანალიზები აუღეს დედას, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილი იყო. ეს ნამდვილი სასწაული გახლდათ: კატამ თავისი სიცოცხლე აჩუქა დედას და დედის დაავადება თავად ”აიღო” საკუთარ თავზე! სხვანაირი ახსნა ვერ მოვუძებნეთ ამ შემთხვევას… ”
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები? გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში.