როგორ უნდა ვებრძოლო ჩვენს გონებაში არსებულ ცოდვებს? ამ საკითხზე ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) საუბრობს:
– ჩვენ, ყველა ქრისტიანმა, წმიდა წერილიდან ვიცით და გვწამს, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატისამებრ და მსგავსებისამებრ შექმნა.
ამიტომაც, შექმნისას, ადამიანს უცოდველი ბუნება ებოძა. მაგრამ‚ ჯერ კიდევ პირველი ადამიანი – ადამიც არ მას დარჩენილა უცოდველი და დაკარგა რა პირველქმნილი სიწმიდე, პირველ, სამოთხისეულ ცოდვით დაცემაში, ცოდვიანობის ამ საწამლავმა შემცოდე წინაპართაგან წარმოშობილი კაცობრიობის მთელი მოდგომა დაასნებოვნა.
ყველა ადამიანი მიდრეკიალია მემკვირეობით მიღებული ცოდვეისკენ და ამ ყველაფერს კიდევ უმატებს საკუთარ ცოდვებს. ალბათ ბიბლიაში ნათქვამი სიტყვები ზუსტად შეესადაგება ამ ყველაფერს:
“ზოგადად არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შეეცოდოს. აბსოლუტურად სუფთაა ყოველგვარი ცოდვისგან მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები, თუმცა‚ ღვთის შეწევნით ებრძოდნენ მათ, მაგრამ, მორჩილად მაინც უწოდებდნენ საკუთარ თავს ცოდვილებს.”
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვა არის სულისმიერი კეთრი, წყლული, რომელმაც დააზიანა სულის სამივე უნარი: გონება, ძალა, გრძნობა (გული) და ნებისყოფა.
– რეალურად რომელი არის ყველაზე მძიმე, მომაკვდინებელი ცოდვა?
– აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს კიდევ ერთი განსაკუთრებული, თავზარდამცემი და დამღუპველი ცოდვა. ესაა მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანის, ისეთ ცოდვილ მდგომარეობაში იმყოფება, ეკლესიური ლოცვაც კი ვერ უშველის.
ზუსტად ამის შესახებ პირდაპირ ამბობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, როცა მოგვიწოდებს შემცოდე თანამოძმეებისთვის სალოცავად, პირდაპირ მიგვითითებს, რომ უსარგებლოა ლოცვა მიუტევებელ ცოდვილთათვის.
თავად უფალი, იესო ქრისტე, ამ ცოდვის თაობაზე ბრძანებს, რომ ეს ცოდვა – გმობა სულიწმიდისა, არ მიეტევება ადამიანებს არც წუთისოფელში და არც მომავალში. ეს სიტყვები მან ფარისეველთა წინააღმდეგ წარმოთქვა, რომლებიც თვალნათლივ ხედავდნენ, რომ ის ყველაფერს ღვთის ნებითა და შეწევნით აკეთებდა.
ვინც მომაკვდინებელი ცოდვით სცოდავს, შეუპოვრად და შეგნებულად ეწინააღმდეგება უცილობელ ჭეშმარიტებას და ამიტომ გმობს ჭეშმარიტების სულს – უფლის წმიდა სულს. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ თავად უფალი იესო ქრისტეს გმობაც კი შეიძლება მიეტევოს ადამიანს, თუ ეს გონების დროებითი დაბინდვისას ან უცოდინრობით იქნება ჩადენილი.
ათანასე დიდის სწავლებით, სულიწმიდის გმობა იმ შემთხვევაში მიეტევება შემცოდეს, როცა ადამიანი შეწყვეტს ამ გმობას და მოინანიებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.