“ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.” იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი მარინა ჭუმბურიძე ერთ-ერთი ემიგრანტი დედის წერილს აქვეყნებს.
წერილის ავტორს ვინაობის გამხელა არ სურს, მხოლოდ ის უნდა, რომ მისი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს.
- გთავაზობთ ამ წერილს:
“მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა ჩემი ტკივილი, გული გამისკდება. აკი ამბობენ, ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო.
მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით, რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია. ახლახანს წავიკითხე თქვენი წიგნი “ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე, რომ მეორე ტომის დაწერას აპირებთ.
ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი ნაამბობიც დაწერეთ (თქვენებურად შეალამაზეთ), იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გადაარჩინოს.
არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა. . .
მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე. . . ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი. . . ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა.
ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.
მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო. მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვისმეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი. . .
12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი.
საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი, იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში. “აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“
გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია, შვილო-მეთქი. “სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ. . ი და როცა მოსვალელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“
ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. აღარ მესმოდა დანარჩენი. ალბათ იტყვით, ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი, რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ. . . ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე?. .
რაღა აზრი აქვს, მითხარით, ასეთ უმადურ, დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურა დღება: სტა ტიაში მითი თებული ფოტოები პირო ბითია..