• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 17, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როცა ქმრის ტელეფონში მესიჯი ამოიკითხა, ეჭვმა მაინც სძლია და სხვა შეტყობინებებს გადახედა.. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მისი გაშვილებული ტყუპისცალი სასტიკი შურისძიება იყო..

by inew
1 March 2023
in საზოგადოება
0
როცა ქმრის ტელეფონში მესიჯი ამოიკითხა, ეჭვმა მაინც სძლია და სხვა შეტყობინებებს გადახედა.. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მისი გაშვილებული ტყუპისცალი სასტიკი შურისძიება იყო..
0
SHARES
1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ტუჩებში გკოცნი ნაზად”, – ამოიკითხა ქმრის ტელეფონში ნინომ. გაუკვირდა, მერე იფიქრა, ალბათ ადრესატი შეეშალა ვიღაცასო.

ეჭვმა მაინც სძლია და სხვა შეტყობინებებს გადახედა. ძირითადად ავტონაწილებზე ეკითხებოდნენ კლიენტები. დამშვიდებულმა მთვრალ ქმარს სასთუმალთან დაუდო ტელეფონი…

დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა დედას ჰკითხა, დღეს მამიკოსთან ერთად სად მიდიოდიო. ნინომ – შინიდან ფეხი არ გამიდგამსო. ბიჭმა მხრები აიჩეჩა, – აბა, ის ქალი ვინ იყო, სავაჭრო ცენტრთან მამიკოსთან ერთად რომ ჩაჯდა მანქანაშიო.

საღამოს შინდაბრუნებულ მამასაც ჰკითხა. ნინოს მოეჩვენა, რომ ლევანმა დაბნეულად მიუგო – ყოფილი თანამშრომელი შემხვდაო და დასაძინებლად წავიდა.

ნინოს გულმა რეჩხი უყო. მერე ოთახის კარი შეაღო, მოღიმარი ლევანი ტელეფონზე რაღაცას წერდა. ცოლის დანახვაზე შეცბა… იმ ღამეს ნინოს არ სძინებია. ფიქრობდა, როგორ დაედგინა, ვინ ართმევდა ქმარს. არადა, ის ნომერიც არ დაუმახსოვრებია, რომ დაედგინა, ვისთან ჰქონდა საქმე.

ამასობაში მათი მეგობრის დაბადების დღე დადგა. ცოლ-ქმარმა კარგად მოილხინა… მთვრალი ლევანი საწოლში ჩააწვინა თუ არა, ნინომ მისი ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი მოძებნა.

აკანკალებულმა მისწერა: “ახლა მოვედი შინ. კარგი დრო გავატარე, მაგრამ გულით შენთან ვიყავი”. მალევე მოუვიდა პასუხი: “მეც მენატრები, ჩემო ვეფხვოო”.

ნინოს თითქოს გულში დანა ჩაარტყეს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და კვლავ მისწერა, – შევხვდეთო და იმ ბარში დაუნიშნა შეხვედრა, სადაც ლევანი ხშირად ეპატიჟებოდა ცოლს.

“ეგ ხომ შენი და შენი ცოლის შეხვედრის ადგილია?” – მიიღო პასუხი. ნინომ უფრო საშინელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ არ შეეპუა: “მერე რა, გამოდი, მე უკვე მანქანაში ვჯდები”.…

ბარის ახლოს გააჩერა ქმრის ავტომობილი და იმ ვიღაცას დაელოდა. სახტად დარჩა, როდესაც კარი გაიღო და სავარძელზე მისი ორეული მოკალათდა.

არც ის ჩავარდნილა უკეთეს დღეში. გაფართოებული თვალებით მიაჩერდა საჭესთან ლევანის ნაცვლად მჯდომ ქალს, თუმცა, იმიტომ არა, რომ მისი საოცარი მსგავსება გაუკვირდა.

…ნინო ქმარს გასცილდა. ვერ აპატია ლევანს, რომ უღალატა, თანაც საკუთარ დასთან, ტყუპისცალთან.

…დიდი ხნის წინ, როდესაც გოგონები დაიბადნენ, მშობლებს უთხრეს, ერთი ბავშვი დაიღუპაო, სინამდვილეში კი გააშვილეს… ტყუპისცალებს მშობლებმა და მშვილებლებმა ნინო დაარქვეს.

გაშვილებულ ნინოს სტუდენტობისას ვიღაცამ უთხრა, ძალიან ჰგავხარ ჩემი მეგობრის მეგობარს, რომელსაც შენსავით ნინო ჰქვიაო. გოგონა დაინტერესდა, ის ვიღაც ნინო მოძებნა, შორიდან შეათვალიერა და დაეჭვებულმა მშობლებს ჰკითხა, – მითხარით, თქვენთან როგორ მოვხვდიო.

იმათაც მოატყუეს, დედ-მამამ გაგყიდა, რადგან შენი ტყუპისცალი ძალიან ავად იყო და მის გადასარჩენად სჭირდებოდათ ფულიო. დაიბოღმა გოგონა და, გადაწყვიტა, შური ეძია ნამდვილ მშობლებსა და დაზე, შეეცადა, მისთვის ოჯახი დაენგრია…

ლევანი ჯერ გააოგნა ცოლის ასლის გაცნობამ, მერე ერთობოდა, მაგრამ ბოლოს სერიოზულად შეტოპა და თავი ვეღარ დააღწია მზაკვარ ქალს, რომელიც მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა მის სათნო ცოლს.

…ნინო დაბნეული უყურებდა თავის ორეულს და ვერაფერი გაეგო. მთელი ღამე ლაპარაკში გაატარეს. გაშვილებული ტყუპისცალი ხან ტიროდა, ხან ისტერიკულად ხარხარებდა და ჰყვებოდა, როგორ იტანჯებოდა ამდენ ხანს.

– რატომ არ მოხვედი ჩვენთან, რატომ არ გვკითხე, ნამდვილად გაგაშვილეს თუ არა? – ჰკითხა ნინომ და ნამდვილ მშობლებთან გაყოლა სთხოვა.

გაბოროტებულმა ქალმა მალე გაიგო სიმართლე, მაგრამ წამითაც არ უცდია, ბოდიში მოეხადა დისთვის, რომელსაც ოჯახს უნგრევდა. არც ლევანს ემჩნეოდა სინდისის ქენჯნა.

ამიტომაც მოსთხოვა ნინომ განქორწინება ქმარს და დღემდე არც მისი სახელის ხსენება უნდა.

ცდილობს, იმაზეც არ იფიქროს, რომ სადღაც, ახლოს დადის მისი ტყუპისცალი და, სისხლი და ხორცი, რომელმაც სრულიად უსამართლოდ გადაწყვიტა მისი დასჯა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი; წყარო: კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვუთხრა ქმარს, დედაშენი ქმარს ღალატობსთქო..თან როცა ფაქტზე გამოვიჭირე წარმოუდგენელი რამ გააკეთა..

Next Post

„რავინ თქვას, ამას არ გავაკეთებo.. ქმარს დაქალის შეყვარებულთან ვუღალატე.. ჩემს თავში საშინელება ხდება. აღარ ვიცი, როდემდე ვიცხოვრებ დაქალისა და ქმრის მოღალატეტ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

Next Post
„რავინ თქვას, ამას არ გავაკეთებo.. ქმარს დაქალის შეყვარებულთან ვუღალატე.. ჩემს თავში საშინელება ხდება. აღარ ვიცი, როდემდე ვიცხოვრებ დაქალისა და ქმრის მოღალატეტ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

„რავინ თქვას, ამას არ გავაკეთებo.. ქმარს დაქალის შეყვარებულთან ვუღალატე.. ჩემს თავში საშინელება ხდება. აღარ ვიცი, როდემდე ვიცხოვრებ დაქალისა და ქმრის მოღალატეტ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.