• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, June 27, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საავადმყოფოში ჩემი შვილის სანახავად მიმავალმა, გზაში ბედი ვიპოვე..“

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
„საავადმყოფოში ჩემი შვილის სანახავად მიმავალმა, გზაში ბედი ვიპოვე..“
0
SHARES
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ბალზაკის ასაკშია, თუმცა ამბობს, რომ ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავსა და ბედნიერებაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ ქორწილი აქვს.

მეორედ თხოვდება და მიუხედავად იმისა, რომ საქმრო უყვარს და უდიდეს პატივს სცემს, ამბობს, რომ პირველ ქორწინებას გაცილებით ლაღი, გაცისკროვნებული და აღფრთოვანებული ეგებებოდა.

პირველი მეუღლე წლების წინ გარდაეცვალა, მაგრამ მის მიმართ დღემდე დიდი სითბოთი საუბრობს. კაცი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მისი მეუღლე გახდება, ერთი შემთხვევის წყალობით ქუჩაში გაიცნო და

თუ როგორ, თავად მოგვიყვება…

მარინა:

– უკვე მეორე თუ მესამე წელია, გოგონები და ზრდასრული ქალბატონებიც მზეზე გასვლის წინ სხეულზე ლეღვის ფოთლის ნახარშს ივლებენ. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, მეგონა, რომ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდებოდა, მაგრამ თავად ნახეთ, საავადმყოფოში არაერთი ასეთი პაციენტი მიჰყავდათ.

ვამბობდი, ასეთ ადამიანებს ექიმმა ხელი არ უნდა მოჰკიდოს, ღირსები არიან, სამუდამოდ რომ დასახიჩრდნენ-მეთქი. არა, მაინც როგორი ტვინგაყინული უნდა იყო 26 წლის გოგონა, რომ მილიონჯერ გაგაფრთხილონ და შენ ისევ ლეღვის ფოთლის ნახარშს ივლებდე-მეთქი.

რომელიმე საინფორმაციო გამოშვება მსგავსი შემთხვევის შესახებ თუ იუწყებოდა, საშინლად ვღელავდი და მოვყვებოდი ქოთქოთს. მაშინ ჩემ გვერდით მდგარი ქალიშვილი ჩემს დამშვიდებას იწყებდა, კარგი რა, დედა, ხომ ხედავ სულელები არიან, ასე ნუ ღელავო.

მეგონა, ჭკვიან შვილს ვზრდიდი და თურმე?! სამი თვის წინ, როგორც კი ზაფხული დადგა, ჩემმა შვილმა სიურპრიზი მომიწყო. სამსახურში ვიყავი, როცა მისმა დაქალმა ზლუქუნით დამირეკა, მარინა დეიდა, თამთა მზეზე დაიწვა და საავადმყოფოში მიგვყავსო. მაშინვე ვიფიქრე, რომ ბავშვმა ლეღვის ნახარში გადაივლო, თორემ სამ საათში რა დამწვრობა უნდა მიეღო! დილით ერთად გამოვედით სახლიდან.

– თქვენი შვილი რამდენი წლის არის?

– 15-ის. მამამისი მაშინ დაიღუპა, როცა თამთა ექვსი წლის იყო. საბედნიეროდ, კარგი სამსახური მქონდა და ბავშვისთვის არაფერი მომიკლია. თან ჩემმა მეუღლემ ჩვენი სახლის გარდა, კიდევ ორი ბინა დამიტოვა. ერთი გავყიდე და იმ თანხით მაღაზია გავხსენი, ხოლო მეორე ბინას ვაქირავებ.

არ გავთხოვილვარ, არ ჩავთვალე საჭიროდ. მცირე ხანს ერთ მამაკაცს ვხვდებოდი. მას ოჯახი ჰქონდა. არავითარი ილუზია არ მქონია, უბრალოდ, მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი დაინგრა და მას მერე ის კაცი აღარ მინახავს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ურთიერთობა უნდა გაგვეწყვიტა და წამოვედი.

– მიზეზი?..

– განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, მასში ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომ ვეღარ ავიტანე. თავიდან არ იმჩნევდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, რაღაცნაირად დაშინებული იყო და თვალებს სულ აქეთ-იქით აცეცებდა.

ეტყობა, ეშინოდა, არავის დავენახეთ. მესმის და ალბათ ეს ბუნებრივია. ალბათ, ამან დამღალა, ზუსტად არ ვიცი. თან, მე ისეთი მეუღლე მყავდა, რომ არასოდეს არაფერი ეშლებოდა. ეტყობა, არ ვიყავი ღირსი, ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ იმისთვისაც მადლობელი ვარ, რაც მქონდა.

– მაგრამ ახლა მალე ხომ ქორწილი გაქვთ? ასე არ მითხარით?

– დიახ, მაგრამ პირველი სიყვარული დღემდე ცოცხალია ჩემში.

– კარგი, და თქვენი შვილი ახლა თავს როგორ გრძნობს?

– გადავრჩით, კარგად არის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ლეღვის ნახარშით დამწვარ შვილთან საავადმყოფოში მიმავალმა ბედი ვიპოვე. მგონი, თამთას ჩემზე მეტად უხარია ეს ქორწილი და დიდ სამზადისშია.

სწორედ მასთან მივქროდი, როცა მათე გავიცანი. მანქანას ისეთი სიჩქარით ვმართავდი, რომ შუქნიშანზე დამუხრუჭება გამიჭირდა და მის მანქანას დავარტყი. მაშინვე გადმოხტა და ალბათ, ჩხუბს აპირებდა, მაგრამ საჭესთან მანდილოსანი რომ დამინახა, თავი შეიკავა (იცინის).

რასაკვირველია, მეც მაშინვე გადავედი მანქანიდან და ჩანთაში ფულს დავუწყე ძებნა. თან ვეუბნებოდი, ბავშვი საავადმყოფოში მყავს, მასთან მივდივარ, მითხარით, რამდენი უნდა გადავიხადო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდე-მეთქი.

მათე ჩემს დამშვიდებას შეეცადა. მერე ორივემ მანქანები ტროტუართან ახლოს გადავაყენეთ. მათემ მითხრა, თქვენი არაფერი მინდა, იმდენად აღელვებული ხართ, კიდევ რამე არ შეგემთხვეთ, საავადმყოფოში მე წაგიყვანთო. კაცს მაშინვე მისამართი ვუთხარი და ათ წუთში უკვე ჩემს შვილს თავზე ვადექი.

საბედნიეროდ, თამთას მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა. დღემდე არ მეუბნება, ვინ ურჩია ან საიდან მოაფიქრდა ლეღვის ნახარშის წასმა. ექიმები თავზე დავახვიე და ათასგვარი მალამო ვუყიდე, რომ დამწვრობისგან სხეულზე არაფერი დარჩენოდა.

განსაკუთრებით, სახეზე გაჩენილი ლაქები მაღელვებდა. მეგობარს გერმანიიდან გამოვაგზავნინე სპეციალური სითხე, რომელიც ნაწიბურების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. გაგვიმართლა და ბავშვს არც ტანზე და არც სახის კანზე არაფერი ეტყობა.

– ალბათ, იმ დღეების განმავლობაში, რაც ბავშვი საავადმყოფოში იწვა, მათე თქვენ მოსანახულებლად დადიოდა…

– სწორად მიხვდით. დღეში ორჯერ მოდიოდა და ოჯახის წევრივით გვედგა გვერდით. ერთი-ორჯერ ყავის დასალევად გავედით, ერთხელ ვისადილეთ, მერე ვივახშმეთ და იმ ხნის განმავლობაში მათე ძალიან ახლობელი გახდა ჩემთვის.

მე მარტო ვცხოვრობ. ჩემი მშობლები დიდი ხანია, ცოცხლები აღარ არიან. დამოუკიდებელი ქალი ვარ და შვილიც ისე გავზარდე, არავინ შემიწუხებია. მიუხედავად ამისა, ხანდახან მეც მინდა, რომ ვიღაცამ ჩემზე იზრუნოს.

ელემენტარული სითბო მჭირდება, სხვა არაფერი. თუმცა ამ ნაბიჯს იმიტომ არ ვდგამ, რომ გვერდით ვიღაც მყავდეს. მათე ღირსეული მამაკაცი რომ არ ყოფილიყო, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდი.

– მას ოჯახი არ ჰყოლია?

– კი, ცოლს გაშორებულია. მისი ცოლი მესამედ არის გათხოვილი და გერმანიაში ცხოვრობს. საერთო შვილი არ ჰყოლიათ. იმ ქალმა მეორე და მესამე ქმართან გააჩინა შვილები.

– მათეს და თქვენს ქალიშვილს როგორი ურთიერთობა აქვთ?

– შესანიშნავი და მათ შორის ასეთი დამოკიდებულება ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა. თამთა გარდატეხის ასაკშია, ხასიათი დაუმძიმდა, მაგრამ მათე ჩემზე უკეთ ეკონტაქტება მას. ისე ესაუბრება და ყველაფერს ისე აგვარებს, მიკვირს. რასაკვირველია, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და კიდევ ერთი დეტალია, რამაც გათხოვება გადამაწყვეტინა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

არც ისე მარტივი ყოფილა საუკეთესო მეგობრის ყოფილ ქმარზე დაქორწინება..

Next Post

„ჩემს შვილს არასდროს ვაპატიებ, რომ ამის გამო რძალი სახლიდან გამიქცია..“

Next Post
„ჩემს შვილს არასდროს ვაპატიებ, რომ ამის გამო რძალი სახლიდან გამიქცია..“

„ჩემს შვილს არასდროს ვაპატიებ, რომ ამის გამო რძალი სახლიდან გამიქცია..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In